ზვიად კორძაძე პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „თიბისი საქმეს“ გრიფით „საიდუმლო“ არ ადევს.
ადვოკატი საგამოძიებო ორგანოს სთხოვს, სრულად გამოაქვეყნოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები.
„ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა, რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო.
აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რასაც თავად პროკურატურაცადასტურებს, ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მითუფრო რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით.
აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოსდასკვნები."- აცხადებს ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები






