"ამომიღეთ სხეულიდან ის, რაც იმ მოხუცმა კაცმა ჩამიდო" - 11 წლის გოგომ სექსუალური მოძალადისგან შვილი გააჩინა
ეს საინტერესოა - 17:11, 01 Mar, 2019     16234
არგენტინაში, ტუკუმანის პროვინციაში 11 წლის გოგონამ, რომელიც ბებიამისის 65 წლის საყვარელმა გააუპატიურა, ორსულობის 23-ე კვირაზე ბავშვი გააჩინა. ხელისუფლებამ მას აბორტის გაკეთებაზე უარი უთხრა.

გოგონას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. ექიმები ეჭვობენ, რომ ახალშობილი შესაძლოა ვერ გადარჩეს, რადგან ის მხოლოს 0,5 კგ-ს იწონის. როგორც Guardian-ი წერს, მშობიარობამდე გოგონამ თვითმკვლელობა 2-ჯერ სცადა. ის ფსიქოლოგს ეუბნებოდა, რომ სურდა მისი სხეულიდან ამოეღოთ ის, რაც იმ მოხუცმა კაცმა ჩადო.

გოგონა სამი დიდან უმცროსია და ის 2015 წლიდან ბებიის მეურვეობის ქვეშ იზრდებოდა. ის ბებიას გასაზრდელად მას შემდეგ გადასცეს, რაც მისი უფროსი დები დედის მეგობრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. 2018 წელს გოგობამ ბებიის საყვარელმა გააუპატიურა, ორსულობის შესახებ კი მხოლოდ 2019 წლის იანვარში გაიგო.

არგენტინაში აბორტი უკანონოდ ითვლება, თუმცა არსებობს გამონაკლისი - ოპერაცია შეიძლება გაიკეთოს ძალადობის მსხვერპლმა, ან ქალებმა, რომელთა ჯანმრთელობასაც საფრთხე ემუქრება.

პროვინციის ჯანდაცვის მინისტრმა გუსტავო ვილიაოკომ პროცედურაზე უარი თქვა. ის აცხადებდა, რომ გოგონას აბორტის გაკეთება არ უნდიდა და ბავშვის გაჩენას აპირებდა. საკეისროს გაკეთება მხოლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი, მას შემდეგ რაც გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა.

უფლევადამცველებმა ხელისუფლების ქმედებას „ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობა უწოდეს. ექიმმა, რომელმაც საკეისრო კვეთა ჩაატარა, განაცხადა, რომ იხსნა გოგონას სიცოცხლე, „რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში აწამებდა“. მან რეგიონის გუბერნატორი ხუან მანზურა ბავშვის პოლიტიკური მიზნით გამოქვეყნებაში დაადანაშაულა.

არგენტინაში აბორტების ლეგალიზაცია 2018 წელს სცადეს, თუმცა კანონის მისაღებად სენატში ხმების მცირე რაოდენობა დააკლდა. მოქმედი კანონის თანახმად, ქალებს, რომლებიც აბორტს გაიკეთებენ, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აკრძალვის მიუხედავად ქალები არალეგალურ აბორტს მაინც იკეთებენ და რისკავენ თავის სიცოცხლეს. Guardian-ის ინფორმაციით არგებტინაში ყოველწლიურად 450 ათასი უკანონო აბორტი კეთდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42