ტყის ხანძრები ევროპაში და ყინვა აშშ-ში - კონტრასტული და ანომალიური ამინდი მსოფლიოში
ეს საინტერესოა - 15:32, 01 Mar, 2019     1389

მსოფლიოს მრავალ რეგიონში ანომალიური ამინდი ფაქტიურად ყოველწლიურ მოვლენად იქცა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელი უკვე გამოირჩევა ამ მხრივ გასუკლ წლებთან შედარებით.

მაგალითისთვის, იანვარსა და თებერვალში ტყის ხანძრებმა ევრროპაში 8 თვიან ნორმას გადააჭარბეს, რაც მეცნიერთა შეშფოთებას იწვევს. ატმოსფეროს დაბინძურების მაღალ დონესთან ერთად, თებერვლის თვეში დაფიქსირებულმა მაღალმა ტემპერატურამ დასავლეთ ევროპაში ტყის ხანძრები გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების ევროპული სააგენტო Copernicus-ის მონაცემებით წელს, 1 მარტისთვის ევროპაში დაფიქსირდა ბუნებრივი გზით წარმოქმნილი ტყის ხანძრის 480 კერა. სააგენტოს მონაცემებით, ეს მონაცემი როგორც წესი ბოლო ათწლეულის აგვისტოს თვის საშუალო მონაცემს ემთხვევა.

2019 წლის პირველ თვეებში ყველაზე მეტად დაზარალდა საფრანგეთი, სადაც 180 ტყიოს ხანძარი დაფიქსირდა. რეკორდი მოხსნა ესპანეთმაც, პორტუგალია ჯერჯერობით საშუალო მაჩვენებლის ზღვარზეა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაღწია წლიურ მაქსიმუმს (15 ფართომასშტაბიანი ხანძარი წელიწადში), ირლანდიაში კი სადაც წლიური მაჩვენებელი საშუალოდ 9 ფართომასშტაბიანი ხანძარი ფიქსირდება, იანვარ-თებერვალში უკვე 5 ხანძარი მოხდა.

საპირისპირო სურათია ამერიკის კონტინენტზე - წელს არქტიკულმა ციკლონმა უკვე დაფარა აშშ-ის ჩრდილოეთ რეგიონები და ტემპერატურამ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ჩიკაგო და დეტროიტი, -45 გრადუსს მიაღწია.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მარტში ყინვა აშშ-ს კიდევ ერთხელ შეუტევს და მის ცენტრალურ ნაწილს მთლიანად მოიცავს. სიცივეებია აღმოსავლეთ შტატებშიც. სავარაუდოდ, მომავალ უიკენდზე ყინვა ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ს მოიცავს. ყინვა სამხრეთ შტატებსაც მიაღწევს - დაბალი ტემპერატურა მოსალოდნელია მექსიკის ყურესა და ფლორიდის შტატში.

საშუალოდ, ანომალიური ამინდის გამო ტემპერატურა ზამთრის სეზონისთვის 16-22 გრადუსით დაბალი იქნება, რაც უამრავ უარყოფით შედეგებს მოიტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42