41 წლის მამაკაცი რეგულარულად ყიდულობდა ბოდიბილდინგის მოყვარულთა მაღაზიაში პრეპარატს, რომელიც ცხიმის დაწვას უწყობდა ხელს და კანს კი რუჯის შეფერილობას აძლევდა. არც შეფუთვას და არც გამყიდველს მამაკაცი არ გაუფრთხილებიათ, რომ პრეპარატს უკუჩვენება ქონდა, კერძოდ კი პრიაპიზმი, რაც პათოლოგიურ ერექციას ნიშნავს, ეს კი სისხლის შეგუბებას და ანთებით პროცესებს იწვევს. დიდ ბრიტანეთში ამ პრეპარატის გაყიდვა აკრძალულია.
მიუხედავად დოზირებაზე ინფორმაციის არქონისა, მამაკაცი ამ პრეპარატის ინექციას რამდენიმე თვის განმავლობაში იკეთებდა და როგორც ის აცხადებდამ შედეგითაც კმაყოგილი იყო, ვიდრე მორიგი ინექციის დროს ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია არ დაემართა. მამაკაცი შეეცადა ამ ამბისთვის ყინულით ეშველა თუმცა ვერაფერი გააწყო. 22 საათის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იმისთვის, რომ სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღდეგინათ, პაციენტს ექიმები ყოველ 5 წუთში გენიტალიებში ფენილეფრინის ინექციას უკეთებდნენ. ექიმები არ გამორიცხავდნენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ქირურგიული ჩარევაც გამხდარიყო საჭირო, თუმცა ნახევარი საათის შემდეგ მამაკაცს ერექცია მოეხსნა. ამ შემთხვევიდან 4 კვირის განმავლობაში მამაკაცს ერექციული დისფუნქცია აღენიშნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






