"გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო"- ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი
სამართალი - 10:47, 01 Mar, 2019     1083
თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი პროკურატურას პასუხობს:

"მე, როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, პროკურატურის 28 თებერვლის განცხადების პასუხად, იმის მიუხედავად რომ ახალიარაფერი თქმულა, მინდა ყურადღება კვლავ გავამახვილო შემდეგ საკითხებზე:

1. პროკურატურა საქმეს იძიებს ,,ფულის გათეთრების" მუხლით. რაც მეტ კომენტარს აკეთებს ამ საქმეზე საგამოძიებო ორგანო, მით უფრო ნათელი ხდება,რომ არავითარ ფულის გათეთრებასთან საქმე არ გვაქვს და ბუნებაში ვერ გვექნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ოპერაცია ლეგალურია,შესრულებულია საბანკო გადარიცხვის გზით და არაერთხელ შემოწმდა რეგულატორის მიერ. არ არსებობს ,,შავი ფული", რომელიც ვინმემ ,,გაათეთრა".უფრო მეტიც, თვით ეროვნული ბანკიც ბოლო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოსცა სანქციები, არსად ახსენებს ფულის გათეთრებას.

2.გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო. საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა დრო და დრო აკეთებს განცხადებას მამუკახაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, აქვეყნებს მათი მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მაშინ, როცა მათ როგორცმოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ.

3. პროკურატურა ბრიფინგებს აწყობს იმ მოტივით, რომ აკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ამასთან არ ხსნის საქმეს საიდუმლო გრიფს და არიძლევა საშუალებას საზოგადოებას სრულად მიიღოს ინფორმაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიების და ამ ბრიფინგების მიზანი არა საქმეშისამართლებრივი სიცხადის შეტანა, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენება. ამასთან მათ, კიდევ ერთხელვიმეორებ, მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვთ და არ გააჩნიათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არავითარი ბერკეტი პროკურატურისთვისსამართლებრივი პასუხის გასაცემად.

4. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს არა გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებასთან, რომლის მიზანი სიმართლის დადგენაა,არამედ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიასთან",- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42