თუ "ყოფილი" მეგობრობას გთავაზობთ, შეიძლება ფსიქოპათი აღმოჩნდეს - კვლევა
ეს საინტერესოა - 15:41, 28 Feb, 2019     1307

შეგვიძლია თუ არა საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ მის მეგობრად დავრჩეთ? ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველა იმ ადამიანს აწუხებს, რომელიც პარტნიორის „მეგობრობის ზონაში“ დამატებას აპირებს. (friend zone - სიტუაციაა, რომელშიც ერთ ადამიანს მეორე უყვარს, მაგრამ ეს მეორე პირველს მხოლოდ მეგობრად აღიქვამს).

რა თქმა უნდა, სიყვარული მშვენიერი რამ არის - როცა ვუყვარვართ და გვიყვარს, გვინდა, რომ მასთან ერთად ბედნიერი ვიყოთ ძალიან დიდხანს. თუმცა ზოგჯერ იმედგაცრუებული და მოტყუებული ვრჩებით.

რამდენად შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას "ყოფილმა", რომელმაც მეგობრობა შემოგვთავაზა? ანდაც თქვენ რამდენად ხართ მზად მიიღოთ იმ ადამიანის მეგობრობა, რომელსაც იცით, რომ უყვარხართ? და საერთოდ, ნორმალურია თუ არა ყოფილ პარტნიორთან მეგობრობა?

როგორც ბოლო კვლევამ აჩვენა, ძირითად შემთხვევაში, ყოფილი პარტნიორი, რომელიც მეგობრობას გთავაზობთ, შესაძლოა ფსიქოპათი იყოს.

კვლევა ოკლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, მასში 861 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა წარსული ურთიერთობების გამოცდილებაც გაანალიზეს.

კვლევის მონაწილეებს პასუხები უნდა გაეცათ მათი მიმდინარე თუ წარსული ურთიერთობების შესახებ კითხვარისთვის. კვლევის ბოლოს კი მონაწილეებს, მათი ნარცისიზმის და ფსიქოპათიური გამოვლინებების გასარკვევად დამატებითი კითხვარი შეავსებინეს.

შედეგად გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქოპატებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ, ყოფილ პატრნიორებთან მეგობრული ურთერთობების შენარჩუნებას ცდილობდნენ.

კვლევის თანახმად, ფსიქოპათები მიდრეკილი არიან "ყოფილთან" ე.წ. მეგობრობის შენარჩუნებისკენ იმ იმედით, რომ მომავალში ისინი ინფორმაციას, ფულს ან სექსს მიიღებენ სანაცვლოდ. თუმცა ფსიქოპათების უმრავლესობას განსაკუთრებით ერთი შიში აერთიანებთ - მათ ეშინიათ, რომ ყოფილი პარტნიორი სხვასთან დაიწყებს ურთიერთობას.

საბოლოოდ, კვლევის ავტორები წყვილებს ურჩევენ, რომ დაშორების შემდეგ მეგობრებად არ დარჩნენ.


წყარო: Imedinews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42