"ძმები კალანდიების ჩვენებები ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება... ადგილი აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ისეთი დანაშაულის დაბრალებას"- კაკაბაძე
სამართალი - 19:23, 26 Feb, 2019     1127
სააპელაციო სასამართლომ დღეს ბრალდების ბოლო მოწმეს - ლუკა კალანდიას, მოუსმინა.

ადვოკატების მტკიცებით, ლუკა კალანდიას დღევანდელი ჩვენება მისივე ძმის - მიხეილ კალანდიას, ჩვენებასთანაც წინააღმდეგობაში მოდის.

„ლუკა კალანდიას ჩვენება თითქმის, ყველა დეტალთან დაკავშირებით, კატეგორიულ წინააღმდეგობაშია მისი ძმის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან. საერთოდ, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, სასამართლო ენდოს ისეთი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც დაკითხვისას ყოველ ჯერზე ჩვენებებს ცვლიან.

ლუკა კალანდიას არ დაუდასტურებია რომელიმე პირის მხრიდან მის ძმაზე ზემოქმედების მოხდენის ფაქტი. მისი ძმა დავკითხეთ, რომელმაც ისაუბრა, თითქოს, მასზე მოხდა ზემოქმედება და ამ დროს თითქოს, ლუკა კალანდია მასთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა, ლუკა კალანდიამ აღნიშნული უარყო. ორი მოწმის ჩვენება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ბოლო დაკითხვის დროს, მ.კ.-მ კატეგორიულად განაცხადა, რომ მასზე არასდროს, არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია. დღეს კი, ბრალდება გვიმტკიცებს, რომ მასზე თითქოს, განხორციელდა ზემოქმედება. მაშინ ვსვამთ კითხვას, როდის ამბობს მოწმე სიმართლეს, პირველი, მეორე, მესამე დაკითხვის დროს თუ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაკითხვის დროს.

ადგილი აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ისეთი დანაშაულის დაბრალებას, რომელიც სინამდვილეში სხვა პირს აქვს ჩადენილი. ჩვენ ყველა შესაძლო მეთოდით, კანონიერი გზით ვიბრძოლებთ და არ დავუშვებთ, რომ უდანაშაულო ადამიანს გადააბრალონ სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაული“, - დასძენს ადვოკატი.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 13 მარტს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42