გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სამართალი - 12:52, 26 Feb, 2019     936
გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე - სასამართლომ ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დ.ხ. დამნაშავედ ცნო პარლამენტარ გიორგი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე და მას დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

დ.ხ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც უკანონოდ ატარებდა და რაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა, მან აფეთქებით დააზიანა და გაანადგურა სხვისი ნივთი,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი და მძიმე შედეგი გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით, ამ უკანასკნელზე თავდასხმას, კერძოდ, მან თანამზრახველებთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

2016 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:09 საათზე, მას შემდეგ რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ პარლამენტარი თანმხლებ პირთან ერთად ავტომობილში ჩაჯდა, მან საავტომობილო გზაზე, ხალხმრავალ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა, სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ხოლო, ორგანიზაციებმა განიცადეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ძებნილი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42