ალბათ უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი,რ ომ ბრედლი და გაგა ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“ ერთად თამაშობენ და ისინი ფილმში ცოლ-ქმარიც კი არიან.
თუმცა, საზოგადოება სხვა ფაქტებმა აალაპარაკა. კერძოდ ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, სხვადასხვა სცენებზე ამღერებული ბრედლი და გაგა და მათი ემოციები ერთმანეთის მიმართ.
გასულ ღამეს ლოს ანჯელესში ოსკარები 2019 გაიმართა. ლედი გაგამ კი ოსკარი დაიმსახურა სიმღერისთვის „Shaloow”, რომელიც ბრედლი კუპერთან ერთად ოსკარის სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა. ემოციები მათ არც ამ შემთხვევაში დაუმალავთ და ყურადღების მიღმა არც გაგას წელზე შემოხვეული ბრედლის ხელი დარჩენილა.
აღსანიშნავია, რომ ოსკარების 91-ე დაჯილდოებას ირინა შეიკიც ესწრებოდა და ნომინაციაში გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ, მან ლედი გაგას გამარჯვება „მხურვალე“ ჩახუტებით მიულოცა, თუმცა საზოგადოებამ აღნიშნულ ქცევაში გულწრფელობა ვერ დაინახა.
გაგამ და ბრედლიმ ერთმანეთის გარეშე ვერც დაჯილდოვების After Party-ზე გაძლეს. გავრცელებულ კადრებში კი კარგად ჩანს, უკანა ფონზე მარტო მყოფი ირინა შეიკი.










მასალის გამოყენების პირობები






