82 წლის ქალს 65 წლის წინ დაკარგული ჩანთა დაუბრუნეს - რა ეწერა წერილში, რომელიც ჩანთაში აღმოჩნდა
ეს საინტერესოა - 20:54, 25 Feb, 2019     2576
82 წლის ამერიკელ ქალს სკოლაში დაკარგული ჩანთა დაუბრუნეს, ამის შესახებ Inside Edition წერს.

მიმდინარე წლის იანვარში სამშენებლო კომპანია სასწავლო დაწესებულების ძველ შენობას ანგრევდა ინდიანას შტატის, ქალაქ ჯეფერსონვილში. სამუშაოების დროს მათ აღმოაჩინეს პატარა გაცრეცილი ჩანთა, რომელშიც იდო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მარტა ინა ინგემის სახელზე გაცემული. მუშებმა აღმოჩენილი ნივთის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს იმ იმედით, რომ ჩანთის პატრონი ან მისი ახლობლები გამოეხმაურებოდნენ.

ინგემის ერთ-ერთმა ახლობალმა ნამდვილად ნახა გამოქვეყნებული პოსტი და დაუკავშირდა 82 წლის ქალს, რომელიც უკვე ფლორიდაში ცხოვრობდა, ჯეფერსონვილიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით. თებრვლის ბოლოს ქალს ჩანთა მიუტანეს.

65 წლის წინ დაკარგულ ჩანტაში აღმოჩნდა ტუჩსაცხი, საესტაფეტო ლენტა და საღეჭი რეზინის ცარიელი კოლოფი. ყველაზე საინტერესო კი იყო წერილი, რომელშიც მარტას ერთ-ერთი უფროსკლასელი გამოსაშვებ საღამოზე ეპატიჟებოდა.

„ძვირფასო მარტა, მე გავიგე, რომ გამოსაშვებ საღამოზე პოლმა დაგპატიჟა, თუ ასე არაა, მე ძალიან მინდა რომ დაგპატიჟო.“- ნათქვამია წერილში. როგორც 82 წლის მარტამ აღიარა, ის გამოსაშვებ საღამოზე წავიდა არა წერილის ავტორთან ან პოლთან, არამედ სულ სხვა, მესამე ბიჭთან ერთად.

„ნაპოვნმა ნივთებმა იმდენი მოგონება გააღვიძა, იმ ადამიანებზე, რომელთა შესახებაც წლებია არაფერი გამიგია. ეს ძალიან საინტერესო იყო. ეს ნივთები ჩემი ცხოვრების იმ ნაწილიდან იყო, რომლის შესახებაც კარგა ხანია დამავიწდა.“- განაცხადა მარტამ და მშენებლებს მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42