დავით კირკიტაძის საქმე - მოსამართლე ნუნუ ნესმიწვერიძე გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული.
ადვოკატებმა მოსამართლეს კირკიტაძის პასპორტი და აიდი ბარათიც გადასცეს და კირკიტაძის მისამართით პირადი თავდებობა ითხოვეს.
"მოქალაქეებმა მოგვმართეს და ხელმოწერები წარმოვადგინეთ, ისინი თავდებში უდგებიან, რომ არ მიიმალება პროცესის დასრულებამდე. კირკიტაძე მართლმსაჯულებას ხელს არ შეუშლის. გარდა ამისა, პარლამენტის 30 მდე დეპუტატმა გამოთქვა მზაობა და პასუხისმგებლობას იღებენ, რომ არ დაიმალება კირკიტაძე... თუ მეტი გარანტიისთვის არის სხვა საჭიროებაც, მზად ვართ ამისთვის. რა განსხვავებაა მუსაევსა და კირკიტაძეს შორის, რომლებიც მხოლოდ გვარით განსხვავდებიან, და მათ ერთი ბრალი აქვთ წარდგენილი. სარჩელს ვამზადებთ ევროპულ სასამართლოში მეხუთე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით"- განაცხადა კონდახაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






