აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი და როდის უნდა დავუსვათ წერტილი ყველაფერს - რჩევები, რომელიც საფრთხეებისგან დაგვიცავს
ეს საინტერესოა - 11:49, 22 Feb, 2019     1599

ურთიერთობაზე, რომელიც წყვილს შორის ერთ წელზე მეტხანს გრძელდება, ბევრის თქმა შეიძლება. თუმცა, ერთმანეთს ჯერ კიდევ ისე არ იცნობთ, რომ ლოგიკური დასკვნები გააკეთოთ, როგორ გაგარძელდება თქვენი ურთიერთობა. მით უფრო, როცა გრძნობა მძლავრობს და საღ აზრს ახშობს. არსებობს ნიშნები, რომლებიც ახალგაზრდა წყვილის მომავლისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. თუ მათ გაითვალისწინებთ, სავალალო შედეგებს თავიდან აიცილებთ.

ერთმანეთისთვის დრო არ გაქვთ - ოღონდ აუცილებლობით თავი არ გაიმართლოთ. თუ თავიდანვე მიზეზებს და გამართლებას ეძებთ, რომ ერთმანეთს არ შეხვდეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ურთიერთობა არც ისე გჭირდებათ. ალბათ ის „თქვენი“ ადამიანი არ არის.

როცა ჭეშმარიტად თქვენს ადამიანს იპოვით. ანუ, როცა საკუთარ თავზე მეტად შეგიყვარდებათ, ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. დაფიქრდით, როგორ შეიძლება, ურთიერთობა ჰქონდეს მომავალს, როცა ერთმანეთისთვის არ გცალიათ.

გეშინიათ წერტილის დასმის - აუცილებელია იცოდეთ, რა გაერთიანებთ – სიყვარული, ჰობი, მარტოობა? რაღაც სერიოზულია თუ ბავშვური გართობა? ნორმალურ ურთიერთობაში პარტნიორებს საკუთარი სტატუსის განხილვა, ლოდინი, მიჯაჭვულობა და საერთო მომავალზე ფიქრი არ აშინებთ. თუ ერთი მათგანი მაინც ამ თემას თავს არიდებს, პასუხისმგებლობის ნებისმიერ ფორმას გაურბის, სიყვარულს ნაცნობებისგან მალავს, საქმე კარგად არაა. უნდა გაარკვიოთ, ექნება ამ ურთიერთობას გაგრძელების პერსპექტივა თუ არა.

არ აჩენთ ნამდვილ სახეს - საქმე ისაა, რომ სერიოზული ურთიერთობა გულწრფელობას მოითხოვს, აქ პირფერობასა და თამაშს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თუ უკვე დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ, მაგრამ ყოველ ნათქვამ სიტყვას აკვირდებით, საათობით ფიქრობთ, რა პასუხი გასცეთ საყვარელ ადამიანს, რჩევას მეგობრებსაც ეკითხებით, რაღაც რიგზე არაა. დაფიქრდით, რატომ გეშინიათ, იყოთ ნამდვილი. რატომ მალავთ გულწრფელ ემოციებს. გახსოვდეთ, რაც უფრო მალე გააცნობთ ადამიანს თქვენს პიროვნებას, მით მეტი შანსი გექნებათ, რომ არჩევანში შეცდომა არ დაუშვათ. აჯობებს, მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ, ან საერთოდ არ მიგიღონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – მოსიყვარულე ადამიანებს ერთმანეთის არ უნდა ერიდებოდეთ.

მხარდაჭერას ვერ გრძნობთ - თუ პარტნიორი პრობლემებთან მარტო გტოვებთ და ხვდებით, რომ მისი იმედი არ უნდა გქონდეთ – ეს კარგი არ არის. როცა ვინმე გვიყვარს, მის გასაბედნიერებლად ყველაფრისთვის მზად ვართ. რას არ გავაკეთებთ, რომ მას ცხოვრება გავუმარტივოთ.

თითქმის არაფერი იცით, რა იქნება მომავალში - უნდა იცოდეთ, რამდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან. როცა წყვილს ცხოვრების მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს, ამან შეიძლება, ურთიერთობას წერტილი დაუსვას. ერთი მხრივ, ერთმანეთი იპოვეთ, მაგრამ ვერაფერზე საუბრობთ, იმიტომ რომ სამყაროს მიმართ სხვადასხვა ხედვა გაქვთ. ეს უკვე მნიშვნელოვანი მიზეზია, დაფიქრდეთ, პარტნიორი სწორად აირჩიეთ თუ არა.



წყარო: ჟურნალი "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42