ადვოკატის მარიამ პოპიაშვილის თქმით, საქმე განსახილველად სასამართლოს უკვე გადაეცა.
"ყველა მტკიცებულება, რაც ჩვენთვის იყო გადმოცემული, სადავოდ ვცანით. იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება იაგო ნებიერიძეს ფაქტობრივად მოესპო, იმის გამო, რომ ყველაფერი საინფორმაციო წყაროებით გავრცელებულია" - განაცხადა ადვოკატმა.
9 წლის გოგონას ცხედარი 25 ოქტომბერს იპოვეს. მომხდარში ბრალდებული 34 წლის წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






