ამ წუთებში, რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 9 წლის გოგონას ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
"ხელწერილი დამაწერინეს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ინფორმაციის გაჟღერება მეკრძალება. თუმცა, ბრალდების მხარემ არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა, ვინაიდან მათ ბევრი ინფორმაცია გააჟღერეს. იაგო ნებიერიძის უფლებები ირღვევა.
მეორე მხარეს ვუთანაგრძნობ ასეთი რამ რომ მოხდა, მაგრამ წინასწარ არავინ იცის საბოლოოდ რა გადაწყდება.
დღეს წინასასამართლო სხდომაა, გვექნება შუამდგომლობები, დღეს გადაწყდება ავირჩევთ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თუ არსებითად მოხდება განხილვა", - აცხადებს ადვოკატი.
9 წლის გოგონას ცხედარი 25 ოქტომბერს იპოვეს. მომხდარში ბრალდებული 34 წლის წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






