მანჩესტერელი ჯოანა მალე ფეხების ამპუტაციის ოპერაციას იკეთებს სისხლძარღვების მძიმე დაავადების გამო, 55 წლის ქალმა აღიარა, რომ მას ძალიან აწუხებს ის აზრი, რმ ოპერაციის შემდეგ მისი ფეხების უტილიზაციას მოახდენენ, ამირომ სურს რომ თავისი კიდურების ბედი თავად გადაწყვიტოს.
ჯოანამ მიმართა მკერავების საძიებო საიტს და დაწერა, რომ მზადაა ჩანთის დამზადებაში 3 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, ჩანთა უნდა იყოს საშუალო ზომის პატარა სახელურით.
„მე მესმის, რომ ეს ცოტა უცნაურად და ამაზრზენად ჟღერს, და ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მე გავგიჟდი. მაგრამ ეს ჩემი ფეხია და მე არ დავუშვებ,, რომ ის სადღაც დასალპობად გადააგდონ. ეს ჩემი ნაწილი და მინდა ჩემთან დარჩეს.“- დაწერა ჯოანამ შეკვეთის ტექსტში.
საიტის ადმინისტრაცია ჯოანას მოთხოვნას დაეთანხმა და მკერავებს მოუწოდა შეკვეთას სერიოზულად მოჰკიდებოდნენ.
ჯოანას თქმით, მას ეს იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც გაიგო ამბავი იმის შესახებ, რომ ერთმა ქალმა გარდაცვლილი დედის თმებისგან კაბა შეიკერა.
„ადამიანები ინახავენ შვილების ჭიპლარის ნაწილებს და გარდაცვლილი ნათესავების ფერფლისგან აქსესუარებს ამზადებენ. თუ დავფიქრდებით, ჩემი სურვილი არც ისე უცნაურია.“-განაცხადა ჯოანამ.

მასალის გამოყენების პირობები






