სინჯიკაშვილმა ე.წ. "წითელი ცხვირების" გაყიდვით მიღებული თანხების მითვისებაში საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორი თეონა ბაღდავაძე დაადანაშაულა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა, თუმცა უწყებამ დანაშაული ვერ აღმოაჩინა. თავის მხრივ, თეონა ბაღდავაძემ აკა სინჯიკაშვილს ცილისწამებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა.
„ვითხოვთ, რომ აკაკი სინჯიკაშვილმა უარყოს ეს ცილისმწამებლური განცხადება, რაც მან რამდენიმე წლის წინ სოციალურ მედიაში გააკეთა, თითქოს, მე საქველმოქმედოდ შეგროვებული საერთო თანხა მივითვისე და გარდა ამისა, დაზუსტდეს, თუ რაში გამოიყენა მან ის თანხა, რომელიც ჩვენ გადავეცით საქველმოქმედო მიზნებისთვის და ამ თანხების კვალი ჯერ კიდევ უცნობია,“ - განაცხადა თეობა ბაღდავაძემ.
აკა სინჯიკაშვილის თქმით, მას დამატებითი დოკუმეტები აქვს, რომლითაც თავისი სიმართლის დამტკიცებას შეეცდება:
„დავა ჯერჯერობით გრძელდება. ყველა დოკუმენტი დღეს არ წარმომიდგენია სასამართლოსთვის, ისედაც შესაგებელშია დაწერილი. ფინანსურმა პოლიციამ უბრალოდ გამოძიება არ დაიწყო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიებული არ არის,“- განაცხადა სინჯიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






