19 დან 20 თებერვლის ღამეს დედამიწის მაცხოვრებლები შეძლებენ ამ წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე იხილონ. ამ პერიოდში დედამიწის თანამგზავრი სავსემთვარეობისას დედამიწასთან ყველაზე ახლოს მოვა.
სუპერმთვარეობა ქვია მოვლენას, როდესაც მთვარე თავისი ორბიტის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ნაწილშია და, შესაბამისად, უფრო დიდი ჩანს ცაზე. მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო ოვალურია. ორბიტაზე მოძრაობისას მთვარე ხან ძალიან ახლოსაა დედამიწასთან, ხან კი შორს. პერიგეა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი წერტილია, ხოლო აპოგეა ყველაზე შორი. როდესაც სავსე მთვარე პერიგეაში მოექცევა, სუპერმთვარეა
19 თებერვალს, თბილისის დროით 13:07 -ზე მთვარე დედამიწას 356761 კმ-ს მანძილზე მოუახლოვდება . სავსე მთვარე სიდიდის პიკს 19:53 საათზე მიაღწევს, მაგრამ მისი თვალშისაცემი ზომა მაინც მთელი ღამის განმავლობაში იქნება ხილვადი.
პერიგეას გავლის დროს სავსე მთვარის დისკო 14%-ით დიდი და 30%-ით ნათელი ჩანს, ვიდრე აპოგეაზე ყოფნისას.
2019 წლის 3 სუპერმთვარეობიდან ერთი უკვე 21 იანვარს იყო, მესამე კი 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






