ფეხბურთელის ოჯახს სოფელ კულუს 3500-მდე მაცხოვრებელი შეუერთდა, ისინი თავისი სოფლის ყველაზე გამოჩენილ ადამიანს ემშვიდობებოდნენ.
სპორტულ დარბაზთან სადაც ცერემონია მიმდინარეობდა სალას ძაღლი ნალაც მივიდა და პატრონის გამოსვენებას ელოდებოდა.
სალას ბავშვობისდროინდელი კლუბის პატარა ფეხბურთელები შეკრებილები იყვნენ კრემაციის დარბაზთანაც სადაც საბოლოოდ სალას ცხედარი მიასვენეს.
შეგახსენებთ, არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა ფრანგული „ნანტიდან“ უელსურ „კარდიფში“ 18 მილიონ ევროდ გადავიდა. უელსში ის 21 იანვარს კერძო თვითმფრინავით გაფრინდა, სადაც თავის ახალ გუნდს უნდა შეერთებოდა, ადგილზე ჩასვლამდე ერთი საათით ადრე თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, ინტერნეტში კი არგენტინელის ბოლო აუდიოშეტყონინება გავრცელდა რომელიც მან თავის ახლობლებს გაუგზავნა, მაშინ როდესაც უკვე ბორტზე იმყოფებოდა. სალა აღიარებდა რომ მას ეშინია და ფიქრობს, რომ თვითმფრინავი ეს-ესაა ჩამოვარდება.
4 თებერვალს, ლა მანშის სრუტის ფსკერზე, თვითმფრინავის ნამსხვრევები და ფეხბურთელის ცხედარი იპოვეს, მისი ამოცნობა თითების ანაბეჭდებით მოხდა.
სალას სიკვდილის მიზეზად თავის და სხეულის მრავალრიცხოვანი ტრავმები დასახელდა, რომელიც მან თვითმფრინავის ჩამოვარდნისას მიიღო.
სალას ცხედრის პოვნამდე, მისი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს ფოტო, თუ როგორ ელოდა ფეხბურთელის ძაღლი დაკარგულ პატრონს.





მასალის გამოყენების პირობები






