„ეს რთული პროცესია. დაახლოებით 1000 კაცი იყო დაბარებული გასაუბრებაზე და აქედან მხოლოდ 12 შევარჩიეთ. სასამართლოზე მსჯელობა, დიდი ალბათობით, წავა იმაზეც, თუ რატომ არ შეატყობინა მან პოლიციას, ნაფიც მსაჯულებს ამაზეც მოუწევთ მსჯელობა. დაცვის მხარის მთავარი მიზანია, რომ გაუპატიურების და მკვლელობის კუთხით იყოს გამართლებული.
აშშ-ს საკონსულომ გამოთქვა სურვილი, რომ სასამართლო პროცესებს დაესწროს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ სჯერათ ჩვენი არგუმენტების. მე მივიღე საკონსულოსგან თანხმობა და სავარაუდოდ აპრილში გავემგზავრები აშშ-ში. მე რაიან სმიტის ძმას ვესაუბრე და ის მზად არის შემხვდეს ", - განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, მან ლორა ჯოი სმიტი გააუპატიურა დამოკლა. კობაურს რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობასაც ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






