„პოლიციელებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა“ - შს სამინისტროს განცხადება პოლიციის ერთ-ერთ შენობაში 4 ახალგაზრდას შესაძლო ცემის ფაქტზე
სამართალი - 18:45, 16 Feb, 2019     2849

შს სამინისტრო „შაბათის კურიერის“ იმ ანონსს ეხმაურება, სადაც საუბარია სკანდალურ კადრებზე, რომელზეც ასახულია სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთ მედია საშუალებაში გასული გადაცემის ანონსს, რომლის მიხედვით თითქოს პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეული პირების მიმართ ძალის გადამეტებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეახსენებს საზოგადოებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამგვარი ქმედებები, მითუმეტეს პოლიციის შენობაში მიუღებელია და შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსს ფაქტებზე მოახდენს შესაბამის მკაცრ რეაგირებას.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, მოქალაქე თორნიკე ც.-ზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა ჯგუფურად, რის შესახებაც მან შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მანვე პოლიციას მიუთითა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირებზე: წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისათვის და ხულიგნობისათვის ნასამართლევ, 1999 წელს დაბადებულ თემურ ს.-ზე, წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ, 1999 წელს დაბადებული თორნიკე ს.-ზე და ამჟამად ქურდობისთვის ბრალდებულ 1998 წელს დაბადებულ თამაზ კ.-ზე.

დაზარალებულის მითითების საფუძველზე, ზემოაღნიშნული პირები გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვის დაწყებამდე, სავარაუდო ბრალდებულთაგან ერთ-ერთი თემურ ს. თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, თემურ ს.-მ მასთან ერთად დანაშაულის სავარაუდო ჩადენაში მონაწილე დანარჩენ 2 პირს მოუწოდა, დაერბიათ პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და თავს დასხმოდნენ პოლიციელებს, რაც განახორციელეს კიდეც. მიუხედავად პოლიციის არაერთგზის მოწოდებისა, აღნიშნული პირები განაგრძობდნენ სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ბუნებრივია, პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციელებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა.

თემურ ს.-ს, თორნიკე ს.-ს და თამაზ კ.-ს ბრალი წარედგინათ მოქალაქე თორნიკე ც.-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობისთვის და პოლიციის შენობაში სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობისთვის.

პოლიციის შენობაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დაკავებულის მამამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლის მიზნით. გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგად, ამ დროისთვის, აღნიშნული ფაქტის დროს პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა ან ძალის გადამეტება არ დასტურდება.

საქმის მასალები ასევე გადაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში.

პოლიციის შენობაში მომხდარი ფაქტი დაფიქსირებულია ამავე შენობაში დამონტაჟებულ კამერებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სამართალდამცავები მსგავს შემთხვევებში ყოველთვის გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42