იაპონიის ზღვის სამხრეთით მდებარე ლიანკურის კუნძულებზე ერთადერთი ადამიანი ცხოვრობს. ის 81 წლის კორეელი ქალი სინ იოლია, რომელიც კუნძულზე საცხოვრებლად 1991 წელს მეუღლესთან ერთად გადავიდა. სინის მეუღლე 2018 წელს გარდაიცვალა.
ეს კუნძულები იაპონიამ რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ 1905 წელს დაიკავა. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კორეამ ეს კუნძულებიც დაიბრუნა, თუმცა, იაპონია მათზე პრეტენზიას დღემდე აცხადებს.
ცოლ-ქმრის ლიანკურში ცხოვრებას სეული კუნძულებზე სამხრეთ კორეის სუვერენიტეტის სიმბოლოდ აღიქვამდა.
მათ გარდა, პერიოდულად, კუბძულებზე კიდევ 40 კორეელი იმყოფება, რომლებიც შუქურას და სხვა სახის ადმინისტრაციულ საქმიანობას ეწევიან ხოლმე, თუმცა, სინ იოლი და მისი ქმარი ერთადერთი რეზიდენტები იყვნენ, რომლებიც იქ მთელი წელი ცხოვრობდნენ.
ქალი ახლაც ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს. 2017 წლამდე ის პროფესიონალ მყვინთავად მუშაობდა და თავს ზღვის პროდუქტების გაყიდვით ირჩენდა.
იაპონიაში კუნძულებს ტაკეშიმა (ბამბუკის კუნძულები) ეწოდება, კორეაში კი მათ ტოკტო-ს (განშორებული კუნძულები) ეძახიან. ინგლისურად კუნძულების სახელწოდება ლიანკურის კლდეებია (Liancourt Rocks). სახელწოდება "ლიანკური" წარმოიშვა ფრანგული ვეშაპმჭერი გემის სახელწოდებიდან, რომელმაც 1849 წელს აღმოაჩინა კუნძულები და ისინი რუკაზე აღნიშნა.
ლიანკურის კუნძულები შედგება ორი დიდი და 35 მცირე კუნძულ-კლდისგან. კუნძულების სრული ფართობი შეადგენს 187,5 კმ²-ს.
მასალის გამოყენების პირობები






