"მე რა შუაში ვარ ამ ამბავთან ვერაფრით ვერ გავიგე" - მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ბიძა
სამართალი - 16:39, 12 Feb, 2019     16987
ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვანის განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვალერი ირემაძეს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სხდომაზე ბრალდებული დამამშვიდებელი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლო სხდომის განმავლობაში მოსამართლის მადონა მაისურაძის მიერ გამოტანილი დანაშაული ბრალდებულისთვის გაუგებარი იყო, მისი თქმით ვერ ხვდებოდა, თუ რაში მიუძვოდა დანაშაული და რატომ იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში.

“ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით, 13 წლის ძმისშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 20-მდე ჭრილობა მიაყენა, რის შემდგომაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ბრალდებულს წარედგინა ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის ბ ქვეფუნქტებით. დღეს ბრალდებულის მხარეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა, საზოგადოებაში არსებული მოარული ხმები, რომ ბრალდებულს აღენიშნებოდა დანაშაულის ჩადენისას ფსიქიკური აშლილობა და იყო შეურაცხადი, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ დანიშნა სტაციონალური ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დასკვნის შედეგად გადაწყდება მართლაც შეურაცხადი იყო თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას, სწორედ ეს იქნება განმსაზღვრელი იმის მოხდება ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი წესით გასამართლება, თუ დაენიშნება იძულებრივი ფსიქიატრიული მკურნალობა",-განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

"ჩვენ ვეთანხმებით, იმას რომ აუცილებელია, ბრალდებული მოთავსებული იქნას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის და დაცვის მხარე ვერ დავუშვებთ თუნდაც მცირედ შანსსაც, რომ ამ პროცესს დაბრკოლება შეექმნას. ექსპერტიზასთან დაკავშირებით სასამართლოსადმი უკვე მივმართეთ"-განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ დალაქიშვილმა.

წყარო: Inforustavi.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42