მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდია იკითხება.
როგორც კალანდიას ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ აღნიშნა, მოწმის მტკიცებულებები უტუარი და დამაჯერებელი არ არის, რადგან ჩვენებები რამდენჯერმეა შეცვლილი.
"მოწმე ზემოქმედებაზე საუბრობს ერთ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, მაგრამ რა ვუყოთ იმ სხვა უმნიშვნელოვანეს ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც მოწმე ყოველგვარ ზემოქმედებას უარყოფს, მაგრამ ცვლის ჩვენებას. ასეთი მოწმის ჩვენებას ჩვენ ვერ ვენდობით, ადამიანის ბედს ვერ გადავწყვეტთ ასეთი მოწმის ჩვენების საფუძველზე. ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში მხოლოდ უტყუარი, დამაჯერებელი მტკიცებულებებით უნდა დადგეს გამატყუნებელი განაჩენი. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ დღევანდელი დღე არის ბრალდების მხარის მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული მოწმის რეაბილიტაცია მოახდინოს და ჯიუტად შეეცადოს სასამართლოს დარწმუნებას იმაში, რომ ეს მოწმეა სანდო. როგორც არ უნდა მოამზადონ აღნიშნული მოწმე, როგორი დატრენინგებულიც არ უნდა მოვიდეს, ვერანაირად შეძლებს დამაჯერებელი ჩვენების მიცემას, ვინაიდან მას უკვე იმდენი ურთიერთსაწინააღნდეგო ინფორმაცია აქვს მიწოდებული სასამართლოსთვის, რომ ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის უმარტივესი იქნება, აღნიშნული მოწმის უფრო მეტად დისკრედიტაცია" - აღნიშნა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






