"13 წლის ძმისშვილს საოჯახო დანით სხეულზე 20- მდე დაზიანება მიაყენა"- ბიძის მიერ მოზარდის მკვლელობის საქმე
სამართალი - 14:12, 12 Feb, 2019     9768
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერიან ირემაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროცესს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულიც ესწრებოდა.

ვალერი ირემაძის ადვოკატის ზურა დალაქიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდებულის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

უფლებადამცვალის თქმით, დღეს სასამართლო იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხზე, ასევე შუამდგმლობაზე ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაზე.

„ბრალდებული თავის თავში ჩაკეტილია და იყენებს დუმილის უფლებას", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურა ირემაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს. პროკურორ ლევან ჯალაღონიას განცხადებით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით არასრულწლოვანს სხეულზე 20- მდე დაზიანება მიაყენა.

“პროკურატურის პოზიციაა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამასთან დაინიშნა სტაციონარულ ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში.

ექსპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი მოხდება თუ არა ბრალდებულის სისხლის სამართლის წესით გასამართლება თუ დაენიშნება იძულებითი მკურნალობა", - განაცხადა

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.

ფოტო - "პირველი არხი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42