„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა და გამოძალვის ფაქტი - სამართალდამცავებმა გურიაში ერთი პირი დააკავეს
სამართალი - 20:36, 07 Feb, 2019     2241

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის და გამოძალვის ფაქტი გახსნა. აღნიშნულის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგის ფარგლებში ისაუბრა:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს, რომლის მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა.

2019 წლის 7 თებერვალს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლანჩხუთში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისთვის, ასევე, მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - თენგიზ ხოფერიას მიმართა. ხოფერიას მიერ ვიდეოზარის მეშვეობით განხორციელებული „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ ხოფერია, გასული წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.მ., ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლანჩხუთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „ქურდულ სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ მენტალიტეტთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

კერძოდ, 2018 წლის აპრილიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და დააკავა „ქურდული სამყაროსა“ და კრიმინალური დაჯგუფებების 198 წევრი, რომელთაგან 13 ე.წ. კანონიერი ქურდია, ხოლო 28 პირს ბრალი კანონის ახალი მუხლებით წარედგინა“, - განაცხადა ბორცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42