როგორ დავძლიოთ თამაშდამოკიდებულება - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
ეს საინტერესოა - 15:14, 05 Feb, 2019     5706

თამაშდამოკიდებულება დამოკიდებულებებს შორის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა, რომელსაც საკმაოდ მძიმე შედეგები ახლავს. რა რისკები ახლავს თამაშდამოკიდებულებას და რა არის გამოსავალი აღნიშნული პრობლემიდან – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ინდირა გვარმიანი.

საიდან იწყება დამოკიდებულება?

ზოგადად დამოკიდებულება ეს არის ძლიერი დაუძლეველი სურვილი, ლტოლვა რაღაცის მიმართ, რომლის კონტროლი ძალიან რთულია, ერთი შეხედვით თითქოს შეუძლებელიც კი და მას აქვს აკვიატების სახე. შესაბამისად, თამაშდამოკიდებულებაც ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. მექანიზმი იგივეა რას წამალდამოკიდებულების, ალკოჰოლიზმის თუ კვებითი დამოკიდებულების დროს. ყველა ამ დამოკიდებულებას მექანიზმი საერთო აქვთ, თუმცა განსხვავებული ზიანი და შედეგი. თამაშდამოკიდებულების დროს ადამიანის ინტერესთა სფერო ფერმკრთალდება, ნელ-ნელა ვიწროვდება და შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ინტერესითაც კი შემოიფარგლოს. თამაშზე დამოკიდებული პირი სიამოვნებას ვერ იღებს სხვა ცხოვრებისეული ასპექტებისგან.

საიდან იწყება? – თამაში გართობასთან არის კავშირში და გართობით იწყება. ვისაც ეს გამოცდილება აქვს, რა თქმა უნდა ყველა თამაშდამოკიდებული არ ხდება, ამიტომ ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს მთელი რიგი ხელშემწყობი ფაქტორები, რამაც შესაძლებელია განაპირობოს დამოკიდებულების ჩამოყალიბება: ეს არის ასაკი (გარდატეხის,მოზარდობის); ფსიქიკური მდგომარეობა, სტრესული გარემო და ის სოციალური ფონი, რომელშიც ადამიანი იმყოფება. ცალ-ცაკე აღებული ეს ფაქტორები არ არის ასე ცალსახად განმსაზღვრელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება.

რას ვერ აცნობიერებენ თამაშდამოკიდებული ადამიანები?

თამაშდამოკიდებულ პირებს დასაწყისში უჭირთ იმის გაცნობიერება, თუ რაოდენ დიდ პრობლემასთან აქვთ საქმე, პრობლემის სიმძიმეს, სიღრმეს და რისკებს ვერ აცნობიერებენ. უჭირთ საერთოდ იმის აღიარება, რომ დამოკიდებულები არიან თამაშის პროცესზე. აღიარება კი პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია და სწორედ აღიარების შემდგომ იწყება პრობლემასთან გამკლავების მცდელობები. ხშირ შემთხვევაში კი ეს მხოლოდ მაშინ იწყება როცა სახეზეა საკმაოდ დიდი დანაკარგი. დანაკარგი სოციალური სტატუსიის, დანგრეულია ოჯახი, ურთიერთობები, დაზიანებულია ფსიქიკა, ფინანსური დანაკარგი და ა ა.შ.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ახლა დაიწყო თამაში, ან ჰგონია რომ გართობის მიზნით თამაშობს. თუ თქვენ ხედავთ, რომ უფრო მეტ დროს უთმობთ თამაშს, ვიდრე ადრე, რაც ადრე გაინტერესებდათ, უკვე აღარ გაინტერესებთ, თუ ხშირად ფიქრობთ თამაშზე, თუ თამაშის შეწყვეტის შემთხვევაში ცუდად გრძნობთ თავს, გაღიზიანებული, დაძაბული ხართ, გაწუხებთ შფოთვა, უხალისობა, უძილობა მინდა გითხრათ, რომ უკვე უნდა დაფიქრდეთ იმაზე, ხომ არ ხართ დამოკიდებული ამ პროცესზე.

გამოსავალი რა არის?

პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კომპლექსური მიდგომა ყველაზე ეფექტურია. იგულისხმება ოჯახის მხრიდან სწორი თანადგომა, სპეციალისტების ჩართულობა. თუმცა გადამწყვეტი მაინც არის თვითონ ის ადამიანი ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას. რამდენად აქვს გააზრებული თუ რასთან აქვს საქმე, რამდენად მზად არის გამკლავებისთვის და საერთოდ, აქვს თუ არა მოტივაცია ეს სირთულე დაძლიოს. საწყის ეტაპზე აუცილებელია თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ფინანსურად შეზღუდვა. არ არის გამართლებული მათთვის ვალების გადახდა, რათა არ დავუშვათ ფულთან და ფასეულობებთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ახალი პრეცედენტი. ძალიან კარგია, თუ ის დაგთანხმდებათ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ აღიარა საკუთარი ძალებით პრობლემასთან გამკლავების შეუძლებლობა. მან უნდა გაიაზროს ყველა დამანგრეველი შედეგი, რაც ამ ჩვევამ მოუტანა და მიიღოს მყარი გადაწყვეტილება, რომ არასდროს დაუბრუნდება წარსულს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი ჩვევების, ახალი ქცევების შემუშავებას, ინტერესების გამოკვეთას, ამ ადამიანებმა თავიდან უნდა ისწავლონ სიამოვნების მიღება სხვა ჯანსაღი ცხოვრებისეული ასპექტრებიდან. უარი თქვან ყველა იმ ნივთიერებაზე, რაც იწვევს თრობას, ეს ხელს შეუწყობს უფრო გააკონტროლონ შიდა მიმდინარე პროცესები. აუცილებელია ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან დაკარგული კონტაქტების აღდგენა, ურთიერთობების გამოსწორება, ახალი ურთიერთობების დამყარება.

7 რჩევა ინდირა გვარმიანისგან:

1. აღიარება თამაშდამოკიდებული პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამით იწყება რეალურად გამკლავება ამ პრობლემასთან, რაც უფრო ადრე მოხდება აღიარება, მით უფრო შეამცირებს მოსალოდნელ ზიანის ხარისხს.

2. თამაშდამოკიდეული პირი უნდა მოერიდოს ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის ალკოჰოლი და სხვა საშუალებები, რაც იწვევს თრობას, რადგან ისედაც რთულია სურვილზე უარის თქმა, კონტროლი და თუ დაემატება ალკოჰოლი, მით უმეტეს რთული იქნება ამ პროცესისის მართვა.

3. ამ დამოკიდებულებას ახასიათებს ე.წ რემისია, იმის შემდგომ რაც იწყება გამკლავების პროცესი და იმისთვის, რომ ეს მაქსიმალურად ხანგრძლივი იყოს სასურველია და მნიშვნელოვანია დამოკიდებულმა პირმა უარი თქვას მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, როგორიცაა სამეგობრო თუ სანაცნობო წრე, რომელიც დაკავშირებულია თამაშთან.

4. ოჯახის წევრების მხრიდან უნდა იყოს სწორი მხარდაჭერა, არ არის სწორი ფინანსური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. არამედ, სწორი ემოციუირი მხარდაჭერა ოჯახის წევრის მხრიდან, ის რომ მარტო არ არის ამ პრობლემასთან გამკლავების დროს.

5. ფხიზლად უნდა იყვნენ მშობლები, რომლებსაც ყავთ მოზარდი, რადგან ეს ის ასაკია, როცა მოზარდი მიდრეკილია მიიღოს ახალი გამოცდილებები, ადვილად ექცევა თანატოლების ზეგავლენის ქვეშ და შესაბამისად, რისკი გახდეს თამაშზე დამოკიდებული, მაღალია.

6. მნიშვნელოვანია პრევენცაზე ზრუნვა, რათა დამოკიდებულება არ ჩამოყალიბდეს შედეგთან ბრძოლა ბევრად უფრო რთულია. განთლების სისტემა სკოლებში ფსიქოგანათლების, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით თუ იმუშავებს ეს იქნება ერთგვარი პრევენცია.

7. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ქმედითი რეგულაციების შემოღება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42