"დისნეი" მძიმედ დაავადებულ ფანს ოცნებას აუხდენს და Avengers-ის ახალ ფილმს პრემიერამდე აჩვენებს
ეს საინტერესოა - 16:47, 31 Jan, 2019     2171
დაახლოებით ერთი თვის წინ, მძიმედ დაავადებულმა, 33 წლის ალექსანდერმა, რომელიც „მარველის“ ფილმების ფანია, რედითზე დაწერა, რომ მისი ბოლო სურვილი, „შურისმაძიებლების“ ბოლო ფილმის Avengers: Endgame ნახვაა, რომელიც გადაღებულია, თუმცა მისი პრემიერა აპრილში გაიმართება.


ის წერდა, რომ სასიკვდილოდ არის დაავადებული და სავარაუდოდ, აპრილამდე ვერ იცოცხლებს.

მისმა ისტორიამ, სრულიად რედითი მოიცავა.

როგორც ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, 2017 წლამდე ის ჯანმრთელი ადამიანი იყო. მაშინ კიბო აღმოაჩნდა, 32 წლის ასაკში კი დაუდგინდა, რომ მას უიშვიათესი გენეტიკური დაავადება ფანკონი ანემია აქვს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ქიმიოთერაპია, რითაც სიცოცხლის გახანგრძლივებაა შესაძლებელი, ამ გენეტიკურ დაავადებაზე უარყოფითად მოქმედებს. როგორც გაირკვა, მისი და 32 წლის ასაკში აღნიშნული დაავადებით გარდაიცვალა.

„ღვიძლის კიბო, პირის ღრუს კიბო, ძვლების პრობლემები. აპრილამდე ალბათ მოვკვდები. გამიგია, რომ ხალხი პრემიერამდე უყურებს ხოლმე ფილმებს.

როგორ შემიძლია იგივე გავაკეთო?

არც ბავშვი ვარ და არც განსაკუთრებული ისტორია მაქვს. უბრალო ბიჭი ვარ. 33 წლის, სამი წლის წინ და დავკარგე იმ გენეტიკური დაავადებით, რაც მეც მაქვს“ -წერსა რედითზე.

მოგვიანებით დაწერა, რომ გაოგნებულია, რადგან უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. თვითერზე ჰეშთეგიც კი გაჩნდა “Avengers4Alexander”. მისი თქმით, ნაცნობმა უთხრა, ინფორმაციამ „მარველის“ ერთერთი გმირის, თორის როლის შემსრულებლამდე კრის ჰემსვორტამდე მიაღწია, რომელმაც პირობა დადო, რომ ალექსანდერის სურვილის შესასრულებლად აუცილებლად იღონებდა ყველაფერს.

და მართლაც, „დისნეის“ გუნდა ალექსანდერს მისწერა, რომ მისი ოცნების ახდენაზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ მან რედდითზე დაწერა.

„ჩვენ ეს შევძელით რედდით!

Disney დამიკავშირდა და ახლა დეტალებს განვიხილავთ. ვტიროდი, როცა მათ იმეილი წავიკითხე. ეს ის არის რაზეც ვოცნებობდი და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებით შევძელი“ - წერს ალექსანდერი.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42