დღეს, მაღალბიუჯეტიან კომპანია ალბატროსსა და მის ყოფილ თანამშრომლებს შორის, რომლებიც კუთვნილი ხელფასების მიღებასა და უკანონო გათავისუფლებებს ჩივიან, მორიგი პროცესი გაიმართა.
საქმე ყოფილი თანამშრომლები ალბატროსის წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი პრეცედენტულია. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის არსებული უთანხმოება. კომპანიას, რომლის სახელსაც მისსავე შენობაში ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია, თანამშრომლების მიმართ ღორსებისა და პატივის შემლახველი მოპყრობა უკავშირდება, ყოფილ თანამშრომლები უკანონო გათავისუფლებაში, გაუცემელ ხელფასებსა და კომპენსაციებში ედავება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე მე-3 სასამართლო სხდომა იყო, მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. ამასობაში კი, ჩვენი ინფორმაციით, კომპანია ალბატროსში, სადაც შემოსავლების სამსახური იყო შესული, არაერთი დარღვევა აღმოაჩინა და ის საკმაოდ სოლიდური თანხებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ალბატროსი ფინანსურ კრიზისშია და კომპანია თანამშრომლებს ამცირებს. თუმცა, აღნიშნულს თავად ალბატროსში არ ადასტურებენ.
საქმეზე ყოფილი თანამშრომლები ალბატროსის წინააღმდეგ, მორიგი სხდომა 6 თებერვალს ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






