მილიარდერების 7 ყველაზე ორიგინალურ შენაძენზე AdMe.ru წერს და მათში ბიძინა ივანიშვილის ხეებიც არის შესული.
კლაივ პალმერი - ტიტანიკი II
ავსტრალიელი პოლიტიკოსმა კლაივ პალმერმა 2013 წელს განაცხადა, რომ ტიტანიკი II-ს ააშენებდა და ეს იქნებოდა ისტორიული გემის ზუსტი ასლი, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობებით და უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. კერძოდ, მას ექნება უფრო მტკიცე კორპუსი და საკმარისი სამაშველო ნავები. მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

რიჩარდ ბრენსონი - კოსმოსური ხომალდი
კორპორაცია Virgin Group-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა 200 მლნ $ დახარჯა თავისი კოსმოსური ხომალდის მშნებლობისთვის. უახლოეს მომავალში ის გეგმავს ორგანიზება გაუწიოს ორბიტაზე მოგზაურობას ყველა მსურველისთვის, ვისაც ბილეთის ფული 250 ათასი $ ექნება. ხომალდს ჯერ ტურისტების ტრანსპორტირება არ დაუწყია თუმცა უკვე გაყიდულია 900 ბილეთი.
სტივენ კოენი - ვეფხვისებრი ზვიგენი
მილიარდერი სტივენ კოენი უჩვეულო ნივთების კოლექციონერობითაა დაკავებული. 2004 წელს მან 12 მლნ $-ად შეიძინა გამჭვირვალე სითხეში დაკონსერვებული ზვიგენი. ეს იყო მხატვარ დამიენ ჰერსტის ნამუშევარი სახელწოდებით „The Physical Impossibility of Death in the Mind of Someone Living”. 2 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჭურჭელში არასწორი ხსნარი იყო ჩასხმული და ზვიგენმა გახრწნა დაიწყო. შემდეგ სტივენმა უბრალოს სითხე შეცვალა და ხსნარში ახალი ზვიგენი მოათავსა.
შეიხი ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაჰაიანი - წარწერა დედამიწაზე
არაბმა შეიხმა ჰამადმა 2004 წელს საკუთარი კუნძული იყიდა და მასზე თავისი სახელი დაწერა. წარწერის ზომა 1700X500 მეტრზე იყო და შესაძლებელი იყო კოსმოსიდან დანახვა. 2 წლის შემდეგ მას ეს წარწერა მობეზრდა და მისი ქვიშით ამოვსება გადაწყვიტა.

ბიძინა ივანიშვილი - ხეები
ბიზნესმენნი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გატაცებილია ასწლოვანი ხეებით. საქართველოს ზღვისპირეთში მისთვის იშვიათ ნიმუშებს თხრიან, რომ შემდეგ მის დენდროლოგიურ პარკში გადაიტაონონ. ერთხელ , ივანიშვილის ხის ტრანსპორტირებისთვის, რომლის წონაც 560 ტონა იყო, საჭირო გახდა არხის გაჭრა, გზის მშენებლობა და ხის ზღვით გადატანა.

ბილ გეითსი - საკუთარი ქალაქი
ბილ გეითსმა 80 მლნ$ დახარჯა 100 კვ.კმ მიწის ყიდვისთვის არიზონაში, იმისთვის, რომ ია „ჭკვიანი“ ქალაქი ბელმონტი ააშენოს, რომელშიც პროგრესულად მოაზროვნე ხალხი იცხოვებს. ქალაქის მთავარი კოზირი კი ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება იქნება. ადამიანები იცხოვრებენ „ჭკვიან“ სახლებში, ივლის უპილოტო ტრანსპორტი, იქნება ავტონომიური მომსახურება, მონაცემთა ცენტრები, პროგრესული სკოლები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ძალიან სწრაფი ინტერნეტი.

ჯეფ ბეზოსი- „მუდმივი“ საათები
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანმა და „ამაზონის“ დამფუძნებელმა 42 მლნ$ დახარჯა საათებში, რომლებიც 10 ათასი წელი იმუშავებს. მსგავსი ტექნოლოგიის შემუშავებას 12 წელის დასჭირდა. საათები დასავლეთ ტეხასში დიაბლოს მთებშია განლაგებული.

მასალის გამოყენების პირობები






