შეუთავსებელი ზოდიაქოს წყვილები, რომლებსაც ერთმანეთისადმი საოცარი მიზიდულობა აქვთ
ეს საინტერესოა - 14:28, 29 Jan, 2019     6966

ვერძი და თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს აბსოლუტურად განსხვავებულიპიროვნული მახასიათებლები აქვთ. რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობენ ყველა საკითხზე, მაგრამ როცა თევზები და ვერძი ერთმანეთს ხვდება, ისინი, როგორც წესი, ვნებიან და საოცრად მოსიყვარულე წყვილს ქმნიან.

ვერძი ცეცხლის ნიშანია, თევზები კი წყლის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შორის რაღაც საოცარი მიზიდულობა, უხილავი კავშირი არსებობს. მათი ერთმანეთისგან განსხვავებულობა არის სწორედ მყარი კავშირის შექმნის წინაპირობა.

ვერძი დამოუკიდებელია, თევზებს კი არ უყვართ ადამიანების შეზღუდვა და საყვარელი ადამიანისთვის თავისუფალი სივრცის დატოვება შეუძლიათ. თევზების ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი შეიძლება რამდენიმე დღე ჩუმად იყოს და ვერავინ მიხვდეს მისი სიჩუმის მიზეზს, ვერძი კი პატივს სცემს მის პირად სივრცეს და ღირებულებებს და აცდის მარტო, სიჩუმეში ყოფნას.

კურო და მშვილდოსანი - კურო მიწის ნიშანია, მშვილდოსანი კი ცეცხლის. სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ ერთმანეთისადმი დიდი მიზიდულობა აქვთ. კუროს უყვარს, როცა თავს დაცულად გრძნობს, მშვილდოსანი კი მუდამ კომფორტის ზონის დატოვებას ცდილობს.

წვიამიან დღეს კუროს ურჩევნია საბანი გადაიფაროს და დაიძინოს, ან წიგნი წაიკითხოს, საჭმელი მოამზადოს, მშვილდოსანი კი ყოველივეს წვიმაში ცეკვას ამჯობინებს.

მიუხედავად ამისა, კუროსა და მშვილდს შორის ბევრი საერთოც არის. პირველ რიგში, ეს არის სექსუალური მიზიდულობა, ლტოლვა ერთმანეთისადმი. მათ აქვთ მსგავსი გემოვნება როცა საქმე ეხება საჭნელს, წიგნებს, მუსიკას, ფილმებს. ორივე მათგანი პატიოსანი და გულწრფელია. ვერ იტანენ ტყუილს და ყველაზემეტად ერთმანეთს ენდობიან.

ტყუპები და კირჩხიბი - ტყუპები ბავშვურია, კირჩხიბი კი მზრუნველი ხასიათით გამოირჩევა. მიუხედავად განსხვავებულობისა, ისინი ერთმანეთს ავსებენ.

ტყუპების ბავშვური ქცევებით დროთა განმავლობაში ყველა იღლება, ყველას ჰბეზრდება, თუმცა ერთადერთი ზოდიაქო, რომელსაც შეუძლია გაუძლოს მას, კირჩხიბია. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სხვადასხვა პოლუსზეა, მყარ კავშირს ქმნიან.

ლომი და მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს სჯერათ, რომ მყარ სასიყვარულო ურთიერთობაში ის ადამიანები არიან, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.

იმდენად დიდი სხვაობაა ლომისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომ ზოგისთვის მათი ერთად ყოფნაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მთავარი, რაც მათ ურთიერთობას ასაზრდოებს, ერთმანეთისადმი ლტოლვა, ვნება და ცეცხლია. მათ შორის დიდი ემოციური კავშირია.

ქალწული და მერწყული - მათ შორის ბევრი გაუგებრობაა, მაგრამ ერთმანეთის გარეშეც ვერ ძლებენ. ქალწულს წესებით ცხოვრება უყვარს, მოსწონს როცა ყველაფერი გეგმის მიხედვითაა მაშინ, როცა მერწყულს ყველაფრის არევა უყვარს, ყოველთვის სპონტანურად მოქმედებს.

სწორედ ეს განსხვავებულობა აღაფრთოვანებთ ერთმანეთში და ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ. ქალწული და მერწყული მხოლოდ ერთმანეთის გვერდით პოულობენ ბალანსს.

სასწორი და თხის რქა - ასტროლოგები ამბობენ, რომ ერთი შეხედვით, სასწორის და თხის რქის ერთად ყოფნა შეუძლებელია, მაგრამ რეალურად ეს ორი ერთმანეთისთვის არის შექმნილი და მიუხედავად დიდი სხვაობისა, მათ შორის განსაკუთრებული კავშირი და მიზიდულობაა.

მათი მთავარი საერთო თვისება დიპლომატიის განსაკუთრებული უნარია. შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთის შეხედულებებს, მაგრამ სწორი კომუნიკაციის შედეგად ყველა პრობლემას მარტივად უმკლავდებიან და საბოლოო ჯამში, იდეალურ წყვილს ქმნიან.


წყარო: Trend.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42