ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეპარდის საქმე - ადვოკატის განცხადებით იგი ლონდონს შესაძლოა დაჩქარებული წესით, საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე გადასცენ.
ტარიელ კაკაბაძემ აღნიშნა, რომ შეპარდი ლონდონს შესაძლოა რამდენიმე დღეში გადასცენ, ნაცვლად წიანსწარი წამთვლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვისა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ლონდონი პატიმრის დაჩქარებული წესით გადაცემას მოითხოვ:
„ბრალდების მხარე გამარტივებული წესებით აპირებს, მოითხოვოს ჯეკ შეპარდის ექსტრადიცია. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არ უნდა მოხდეს, არ უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, დაცვის მხარე, მისი ადვოკატები ამ შუამდგომლობას შევეწინააღმდეგებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურორი დღეს აპირებს, დააყენოს სასამართლოში შუამდგომლობა აღნიშნულთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება პროცესი. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას შეეწინააღმდეგება. ითხოვენ, რომ გამარტივებული წესებით, დაჩქარებულად ის გადაეცეს დიდ ბრიტანეთს,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






