ვიკინგის გაქვავებული განავალი საუკუნეების განმავლობაში ისე კარგად არის შემონახული, რომ მას ერთმა პალეონტოლოგმა, გვირგვინის ქვებივით ძვირფასი უწოდა.
არქეოლოგებმა ის 1972 წელს ინგლისის ქალაქ იორკში აღმოაჩინეს და მე-9 საუკუნით დაათარიღეს, იმ დროით როდესაც იორკს ნოვეგიელი მეომარი-მეფეები მართავდნენ. მისი აღმოჩენა ადგილობრივი Lloyds Bank-ის საძირკველში სწორედ ამიტომ მას მოიხსენიებენ როგორც Lloyds Bank coprolite-ს.
პალეონტოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანი, რომელმაც ის „შექმნა“ ხორცით და პურით იკვებებოდა. სავარაუდოდ მას მუცელში დისკომფორტიც აწუხებდა, რადგან მის განავალში ჭიები და ჭიის კვერცხებიც იპოვეს.
ამჟამად ვიკინგის განავალი Jorvik Viking Centre-ის მუზეუმში ინახება, შუშის ყუთში. 2003 წელს მუზეუმის დამთვალიერებლებს ის ხელიდან გაუვარდათ და სამ ნაწილად გატყდა, თუმცა წარმატებულად შეაკეთეს და აღადგინეს.



მასალის გამოყენების პირობები






