დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ შს სამინისტროს შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია.
მისი თქმით, მან კადრების შესახებ მისი რძლისგან გაიგო.
„ჩემი რძლის ფეისბუქზე ამოვარდა ეს და იმისგან მივიღე ეს ინფორმაცია მე,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
პარლამენტარი უწყებაში სამი საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლების კითხვებს.
შს სამინისტრომ გამოკითხვაზე ასევე დაიბარა დავით ჭიჭინაძის რძალიც, რომელმაც სავარაუდოდ პირველმა ნახა სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერები.
დეპუტატის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რის ფარგლებშიც დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.
მასალის გამოყენების პირობები






