ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად - ვაკის გამგებლის მოადგილე
სამართალი - 14:56, 28 Jan, 2019     3587
ვაკის გამგებლის მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა.

"რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფიგურირებდა თანხა, პირველი ჩავაყენებდი საქმის კურსში ჩემს ხელმძღვანელს და საგამოძიებო ორგანოებს"- თქვა მან მოსამართლის წინაშე.

"მინდა, საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ამ პროცესის ბოლო ეტაპზე მე მხოლოდ ხელს ვუშლიდი ამ პროცესის წარმოებას, ამიტომ გავემგზავრე თბილისიდან.

რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფიგურირებდა თანხა, პირველი ჩავაყენებდი საქმის კურსში ჩემს ხელმძღვანელს და საგამოძიებო ორგანოებს. ეს იყო ერთადერთი შანსი, რომ სწორად მოვქცეულიყავი.

ამგვარი შეტევები ჩემზე მიმდინარეობს ორი წელია, ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი შემოდის და ვითომ ინვესტორი და მშენებელი, მიწყებს მოლაპარაკებებს ვითომ რაღაცაზე, ვაგდებ ოთახიდან ამ ადამიანებს.

ორი წელია მაქსიმალურ სიფრთხილეს და მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენ. რაც ეხება წყალტუბოს, ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ოთხი წელი ვიყავი იქ, ავაშენე უამრავი რამ, პრომეთეს მღვიმე. ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ინვესტორს, რომ როგორმე წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ არის ჩემი დანაშაული, მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი.

მინდა ბოდიში იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედავთ, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩემი რეკომენდატორები არიან. ცხოვრებაში ავტომანქანის მართვისას სიჩქარე არ გადამიჭარბებია, კანონით ვცხოვრობ. მე ჩემ ოჯახს ვერ შევარცხვენ, ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად, მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით“,- განაცხადა ბრალდებულმა.

სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.

ფოტო: პირველი არხი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42