წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას კატეგორიულად გამორიცხავს.
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ და დადგება ის დრო, როცა ყველაფერი გაირკვევა, მე დამნაშავე არ ვარ... ერთი წამი, ერთი პროცენტი არ გამომიყენებია რომ ჩემი თანამდებობით მესარგებლა, ეს ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ტვირთი იყო. მთელი მუნიციპალიტეტი მოწადინებული იყო ეს ქონება გაყიდულიყო, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა შესულიყო. ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს ობიექტი 2-ჯერ იყო გასაყიდად გატანილი, ორივეჯერ იგივე თანხად", - განაცხადა ივანეიშვილმა.
მოსამართლემ მას კითხვით მიმართა, იყო თუ საკრებულოს თავმჯდომარე ბიზნესმენი, რაზეც ივანეიშვილმა უპასუხა:
„მთელი ცხოვრებაა ბიზნესმენი ვარ, საკრებულოს თავმჯდომარე ერთი წელია ვარ, შეიძლება რაღაც მომენტში ინსტიქტმა გამიწია... არსად მივიმალები, მთელი ცხოვრება იმ ქალაქში გავატარე. ჩემგან მიმალვის, ზემოქმედების მცდელობა გამორიცხულია, თავში არ მომიხდენია არავისზე ზემოქმედება და ვერც ბოლოში მოვახდენ. მზად ვარ საბუთები ჩამომერთვას, გირაო იქნება შესრულებული", - განაცხადა ივანეიშვილმა.
ფოტო: პირველი არხი
მასალის გამოყენების პირობები






