ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულის, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულის, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ივანეიშვილის ადვოკატი 400 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს.
რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას, ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






