2 წლის წინ, ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი მამუკა ბაბლუანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
ოჯახის თქმით, ახალგაზრდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემთან გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი მიიმალა.
გარდაცვლილის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს სავარაუდო დამნაშავის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს, რადგან მათი განცხადებით, პროკურატურისთვის ცნობილია, ვინ მართავდა შემთხვევის დროს ავტომობილს, თუმცა მას არ აკავებენ.
"გარდაცვალების დღიდან არანაირი ინფორმაცია არ მოსულა. არანაირი საპატრულო, საგამოძიებო, არავინ მოგვკარებია. გამოძიება გვეუბნება, რომ საქმის გამოძიება ასე უცებ არ ხდება, შეიძლება რამდენიმე წელიც კი გავიდესო.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






