არქიტექტორი ფრენკ გერი პროფესიულ წრეებში გერი თანამედროვე არქიტექტურის ხატად მიიჩნევა. მისი შენობები, საკუთარი სახლის ჩათვლით, ტურისტთა ღირშესანიშნაობებად იქცა. მრავალი მუზეუმი, ფირმა და ქალაქიც კი ცდილობს გერის საკუთარი პროექტებით დაინტერესებას, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება არქიტექტორის საბოლოო პროდუქტი.
ფრენკ გერი 1929 წელს კანადაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა, 17 წლის ასაკში კი კალიფორნიაში გადავიდა, სადაც სამხრეთ კალიფორნიის არქიტექტურის სკოლა დაამთავრა.
თავდაპირველად, არქიტექტორმა ფული დაგროვების შემდეგ, კალიფორნიაში მდებარე საკუთარი სახლიგადააკეთა, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მრავალი დანიშნულებების შენობები ააშენა.
არქიტექტორი განთქმული შენობათა დიზაინის სკულპტურული გადაწყვეტის სტილით. მისი ყველაზე ცნობილი შენობები გამოირჩევა მორკალული ზედაპირებით, როგორც წესი, დაფარული ამრეკლი ლითონის ფირფიტებით. მისი საყოველთაოდ ცნობილი ნამუშევარი და მისეული სტილის ყველაზე თვლასაჩინო მაგალითია გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, ესპანეთი, რომლის ზედაპირი თითქმის მთლიანად ტიტანისფირფიტებითაა დაფარული.
მისი უნიკალური შენობები:
პოპ კულტურის მუზეუმი, ვაშინგტონი

ფრედი და ჯინჯერი, პრაღა

სტატას კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური გონის ლაბორატორია

სასტუმრო Marqués De Riscal, ესპანეთი

სამედიცინო ცენტრი, ლას-ვეგასი, ვენადა

უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი, ლოს-ანჯელესი

თანამემდროვე ხელოვნების მუზეუმი, ბილბაო, ეპანეთი

ბიზნეს სკოლა, სიდნეი

ეკოლოგიის მუზეუმი, პანამა

სამხატვრო გალერეა, ტორონტო, კანადა

მუზეუმი და კულტურის ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი

თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმი, ჰერფორდი, გერმანია

ბინოკლის შენობა, ლოს -ანჯელესი, კალიფორნია
მასალის გამოყენების პირობები






