ევოლუციური ანტროპოლიგი დორსა ამირი აცხადებს, რომ ჩვენი სხეული ფაქტიურად საბუნებისმეტყველო მუზეუმს წარმოადგენს, რადგან ჩვენ გვაქვს რამდენიმე ორგანო, რომელსაც წინაისტორიული ადამიანისთვის გარკვეული ფუნქცია ჰქონდა, ახლა კი იგი რუდიმენტად იქცა.
ხშირად ე.წ. რუდიმენტბი ახალ ფუნქციას იძენს - ამას ეგზაპტაცია ეწოდება.
"ჩვენ მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რა იყო ამ ორგანოების საწყისი ფუნქცია ადამიანისთვის. თუმცა, შეგვიძლია გავარკვიოთ, აუცილებელია თუ არა ისინი ჩვენი არსებობისთვის. ასევე, ვნახოთ, აქვთ თუ არა ის პრიმატებს, ან სხვა ძუძუმწოვარებს და როგორ ფუნქციონირებენ ისინი," - აცხადებს მეცნიერი.
ამირმა დაასახელა ექვსი ორგანო, რომელსაც ადამიანი არ იყენებს
1. Palmaris longus - კუნთი ხელის მტევანზე
დადეთ ხელი ხელისგულით ზემოთ ბრტყელ ზედაპირზე და ცერი ნეკს მიადეთ. ხედავთ კუნთს, რომელსაც Palmaris longus - ხელისგულის გრძივი კუნთი ეწოდება?
ნუ ინერვიულებთ, ადამიანთა 18%-ს ის არ აქვს და ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს არის ევოლუციური რუდიმენტი, რომელსაც დანიშნულება არ აქვს.
სამაგიეროდ კუნთი აქვს ყველა პრიმატს, რომელიც ტყეში ხეებზე ცხოვრობენ, მაგალითად ორანგუტანგებს.
"ჩვენ ის არ გვჭირდება, რადგან ხეებზე რეგულარულად არ დავძვრებით. თუმცა, ამ კუნთს გამოყენება ქირურგებმა მოუძებნეს - ისინი მას პლასტიკური ოპერაციების მასალად
2. კუნთი ყურის ზედა ნაწილში

ალბათ ყველას უნახავს მის გარემოცვაში ერთი ადამიანი მაინც, ვინც ყურებს ამოძრავებს. ეს ყურის ზედა ნაწილში არსებული სამი კუნთის გამო ხდება, რომელიც ზოგიერთ ადამიანს დღემდე მოქმედი აქვს. ერთერთი კუნთი ყურის ბიბილოზეცაა.
ამგვარ კუნთებს წარმატებით იყენებს ზოგიერთი ცხოველი, მაგალითად კატები და ცხენები, რაც მათ მტაცებლების აღმოჩენაში, მათი ნაშიერების ადგილსამყოფელის დადგენაში ეხმარება. ისინი ამ კუნთების მეშვეობით ახერხებენ დაადგინონ საიდან მოდის ესა თუ ის ხმა.
3. Tailbone - "კუდის ძვალი"

ჩვემს ჩონჩხზე არსებული ე.წ "კუდის ძვალი" მეცნიერის თქმით, ადასტურებს, რომ ჩვენს წინაპრებს შესაძლოა კუდიც ჰქონდათ. ამასთან ის ეგზაპტაციის მაგალითიცაა, რადგან ახლა კუნთების დამაგრების ადგილის ფუნქციას ასრულებს. დორსას თქმით, არის კიდევ ერთი ორგანო, რომელიც ჩანასახს საშვილოსნოში განვითარების ადრეულ ეტაპზე უჩნდება - ე.წ. აპკი თითებს შორის, თუმცა, პროცესში იგი ქრება - მას ლეიკოციტები ანადგურებენ.
4. Plica semilunaris - "მესამე ქუთუთო

ხედავთ პატარა, მოვარდისფრო ბალიშს თვალის კუთხეში? ეს ე.წ. "მესამე ქუთუთოა", მას რომ ფუნქცია ჰქონდეს, იგი ჰორიზონტალურად იმოძრავებდა, როგორც ეს აქვს ცხოველტა და ფრინველთა სამყაროს ზოგიერთ წარმომადგენელს, მაგალიტად ჩიტებს და კატებს.

6. Palmar grasp reflex - მოჭიდების რეფლექსი

ყველას გინახავთ, როგორ მაგრად უჭერს ჩვილი ბავშვი ხელს მოზრდილის თითს. ეს რეფლექსი დღემდე საჭიროა პატარა პრიმატებისთვის, რათა გადაადგილების დროს მშობლის სხეულიდან არ გადმოვარდნენ.
დორსა აცხადებს, რომ რადგან ბავშვი ასე, ვთვქათ, "ნაადრევად" იბადება და თავის სხეულს სრულად და დამოუკიდებლად ვერ აკონტროლებს, სხვა პრიმატებისა თუ ცხოველების ნაშიერებივით, რეფლექსმა პრაქტიკული დანიშნულება დაკარგა, თუმცა არავინ უწყის, თუ რატომ იქცევა პატარა ასე.
მასალის გამოყენების პირობები






