მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენები, რომელიც ადამიანის სიგამხდრეს უზრუნველყოფს
ეს საინტერესოა - 16:00, 25 Jan, 2019     7621

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს გენი, რომელიც ადამიანის სიგამხდრეზეა პასუხისმგებელი. საუბარია ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ერთნაირი კვების რეჟიმის შემთხვევაში ერთი ადამიანი სუქდება, ხოლო მეორე - არა.

კვლევის შედეგებში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ PLOS Genetics-ში, აღნიშნულია, რომ არსებობენ გენები, რომლებიც ფაქტობრივად მათი მფლობელების სიგამხდრეს უზრუნველყოფენ.

"არსებობენ დაბადებით ბედნიერი ადამიანები, რომელთა მოხდენილი ფიგურა არც სწორი კვებითი რეჟიმის და არც სპორტული ცხოვრების წესის შედეგი არ არის - ეს უბრალოდ მათი გენეტიკური მოცემულობაა," - აცხადებენ მეცნიერები.

გამოკვლევის დროს, მეცნიერებმა შეისწავლეს 1600-ზე მეტი გამხდარი და ჯანმრთელი ადამიანის გენეტიკური მონაცემები, რომელთაც მასის ინდექსი 18-ზე დაბალია. ასევე, მათ შეისწავლეს 2000 ადამიანი, რომელსაც ჭარბი წონა აქვს და 10400 ნორმალური წონის ადამიანი.

კვლევის მონაწილეებმა ასევე მათი ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის შესახებ ინფორმაციაც მიწოდეს ექიმებს.

როგორც გაირკვა, ჭარბწონიან ადამიანებს გამოუვლინდათ გენების კრებული, რომლებიც სიმსუქნისადმი მიდრეკილებას იწვევს, რომლებიც არ იყვნენ გამხდარი ადამიანების ორგანიზმში და სანაცვლოდ ჰქონდათ გენები, რომლებიც იწვევენ სიგამხდრეს.

შემდეგი ეტაპისთვის, მეცნიერები შეეცდებიან ზუსტად განსაზღვრონ გენების ის ერთობლიობა, რომლებიც სიგამხდრეს უწყობს ხელს და უფრო შორსაც წავიდნენ - დადგინონ, შესაძლებელი იქნება თუ არა მათი მეშვეობით ჭარბწონიანობის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42