თერაპევტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ გეი კაცებს „კურნავდა“, გამოტყდა, რომ გეია
ეს საინტერესოა - 15:13, 25 Jan, 2019     1849

ე.წ. გარდაქმნის თერაპევტი, დევიდ მათესონი, რომელიც წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ გეი მამაკაცებს „კურნავდა“ და მათ ჰეტეროსექსუალებად ქცევაში ეხმარებოდა, გამოტყდა რომ გეია.

ის 34 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო ქალზე.

ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე, ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა, შემდეგ კი თავად მათესონმა დაწერა ფეისბუკზე.

„ერთი წლის წინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები მჭირდებოდა. მივხვდი, რომ ქორწინებაში ყოფნა აღარ შემეძლო. და მივხვდი იმასაც, რომ დადგა დრო, როდესაც მეღიარებინა, გეი ვიყავი.

მრავალი წლის განმავლობაში ჩემს ცოლთან ბედნიერი ქორწინება მქონდა. ეს იყო ლამაზი ურთიერთობა, მაგრამ კაცების მიმართ ინტერესსაც განვიცდიდი. ხშირად, ეს ძალიან სუსტი იყო, მაგრამ ზოგჯერ, ძალიან ინტენსიური და ჩემს ქორწინებას ტკივილსა და ტანჯვას აყენებდა.

ცვლილებები რამდენიმე წლის წინ დაიწო. ჩვენი პერსონალური განსხვავებები ძალიან თვალსაჩინო გახდა. ურთიერთობის დინამიკა სტრესული და რთული გახდა“ -წერს დევიდი.

მისი თქმით, განქორწინება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, რადგან აღმოაჩინა, საკუთარ თავს „იდეოლოგიურ ტყვებოაში“ ამყოფებდა.

ის ბოდიშს უხდს ყველას, ვისაც მისი „თერაპიით“ ზიანი მიადგა.

„ვიცი, ჩემი საქმიანობა ზოგ კაცს დაეხმარა, ეს თავად მითხრეს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, არის ხალხი, ვისაც ზიანი მივაყენე. ეს ყველაფერი ჩემი ვიწრო გონებიდან და ჰომოფობიიდან მომდინარეობდა. მე ძალიან ვწუხვარ თუკი ამ ყველაფერმა ზიანი მიაყენა ადამიანებს.

დღესაც კი, როდესაც მე გეიდ ვცნობ თავს, ჯერაც ვპოულობ ჰომოფობიას საკუთარ თავში. მაგრამ მე ახლა უფრო მიმღები პიროვნება ვარ, ვიდრე 6 წლის წინ ვიყავი, დავიწყე დიალოგი სხვადასხვა თერაპევტებთან, მათ შორის არიან გეებიც. ჩვენ საათობით ვსაუბრობთ, ვსწავლობთ ერთმანეთს და ვაგვარებთ პრობლემებს ერთად“ - წერს მათესონი.

ე.წ. გეი გარდაქმნის თერაპია ადამიანის სექსუალობის არაჰეტეროსექსუალობიდან ჰეტეროსექსუალობაზე შეცვლის მცდელობა სხვადასხვა მეთოდის და „სამკურნალო საშუალების“ გამოყენებით. ე.წ. გარდაქმნის თერაპიის მთავარ მეთოდს საუბარი წარმოადგენს, თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ რიგ შემთხვევეში ელექტრო შოკებსაც მიმართავენ.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია "გარდაქმნის თერაპიას" არ აღიარებს და მას მავნედ და პოტენციურად მომაკვდინებლად მიმიიჩნევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42