როგორია ცხოვრება, როცა ორი მამა გყავს - ემოციური ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება
ეს საინტერესოა - 12:33, 25 Jan, 2019     2749
ცოლ-ქმრის განქორწინება ყველაზე დიდ გავლენას შვილებზე ახდენს.


ხშირად, ბავშვებს ძალიან მტკივნეულად გადააქვთ მშობლების განშორება, ზოგს უფრო ნაკლებად, მაგრამ ფაქტია, ცალკე მცხოვრები მშობლები და მერე უკვე მათი ახალი პარტნირები, ბავშვებზე მოქმედებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რომელიც ვირუსულად მოედო ინსტაგრამს, ფეისბუკსა თუ თვითერს.

ფოტოებზე პატარა გოგონა ორ მამასთან ერთად პოზირებს, თუმცა ეს ერთნაირსქესიანთა ოჯახი არ არის.

გოგონას მაჯვნივ მისი ბიოლოგიური მამაა დეივიდი, მარცხნივ კი მისი „ბონუს მამა“ დილანი. როგორც ირკვევა, ვილოუს მშობლები სარა და დეივიდი განქორწინებულები არიან. დილანი კი სარას საქმროა, რომელსაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს დეივიდთან და ყველანი ერთად ცდილობენ, გოგონა ნამდვილ ოჯახურ გარემოში გაიზარდოს.

„ეს ნამდვილად იყო გიჟური კვირა ჩვენთვის. დიდი მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ეს დაუჯერებელია. ვიმედოვნებ, ჩვენი ისტორია შთააგონებს სხვებსაც, იყვნენ პირველ რიგში ოჯახი და მშობლები“ - წერს გოგონას დედა.

„ჩვენი გოგონა ვილოუ. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ შეუძლია შენს სიყვარულს ჩვენი შეცვლა. ბიჭი, მარცხნივ მე ვარ (მამა, მამა დილანი ან ბონუს მამა), შუაში რა თქმა უნდა ჩვენი პრინცესა ვილოუ და მარჯვნი დეივიდი (მამა, მამა დეივიდი ან ბიოლოგიური მამა). არა, ჩვენ არ ვართ ერთნაირსქესიანი წყვილი, მაგრამ ჩვენ ერთი შვილი გვაქვს. დეივიდი სარას ყოფილი ქმარია და მე კი საქმრო. გადავწყვიტეთ, ჩვენი თავი ერთ ოჯახად გარდაგვექმნა, რათა ბავშვს სიყვარულის ძალის შესახებ სცოდნოდა. მე მხოლოდ შვილი არ შემიძენია, შევიძინე ძმა და საუკეთესო მეგობარი. მადლობა სარა, რომ ამის საშუალება მომეცი.

როდესაც დეივიდი ვილოუს სანახავად მოდის, ჩვენ სახლში ვრჩებით, რადგან მას ყოველთვის სიხარულით ელიან ჩვენს სახლშო. ის არ არის თამაშგარე პირი, ის ჩვენი ოჯახის წევრია. ის ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ ჩვენ ერთი გოგონა გვყავს“ - წერს დილანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42