არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა - EMC-ი სტრასბურგში ვლადიმერ მჭედლიშვილის უფლებებს დაიცავს
სამართალი - 11:14, 25 Jan, 2019     2237
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის უფლებებს დაიცავს. საქმე ეხება, 2017 წლის 15 მაისს, ქალაქ სიღნაღში, პოლიციის მიერ ვლადიმერ მჭედლიშვილის ადმინისტრაციულ დაკავებასა და პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეპიზოდს.


EMC -ის განცხადებით, საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ერთ წელზე მეტია არაეფექტიანად და უშედეგოდ აწარმოებს. EMC წარდგენილ საჩივარში დაობს სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებაზე და ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევაზე.

„ვლადიმერ მჭედლიშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლუდის დალევის გამო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, რის შემდეგაც, იგი პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევისათვის და გადაიყვანა ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში. ვლადიმერ მჭედლიშვილის განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში იგი გახდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი, რის შედეგადაც მან მიიღო ნეკნების მოტეხილობა და მრავლობითი დაზიანებები სახისა და ფერდის არეში.

საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ახსნა-განმარტებები, დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო შემოწმების დასკვნები და ინციდენტის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო-ჩანაწერები, მიუთითებს ვლადიმერ მჭედლიშვილის მიერ დაზიანებების მიღებაზე, პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ყოფნისას. აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყებლად საქმეში მოიპოვება მხოლოდ ინციდენტში მონაწილე პოლიციელის ჩვენებები. ასეთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ტვირთი წარმოადგინოს დამაჯერებელი განმარტება დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, გამოძიება ამ დრომდე არაეფექტურად მიმდინარეობს. პოლიციელს, რომელმაც, ვლადიმერ მჭედლიშვილის მითითებით მას ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა, ბრალი არ წაყენებია და იგი დღემდე აგრძელებს მუშაობას პოლიციის სისტემაში.

გარდა ამისა, გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები. გამოძიების საწყის ეტაპზე, ვლადიმერ მჭედლიშვილს თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის საფუძველზეც მას მოგვიანებით მიენიჭა სტატუსი. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მტკიცებულებები. პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მაშინ, როდესაც არსებობს სპეციალური ნორმა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებით, რომელიც უფრო მკაცრ სანქციას ითვალისწინებს.

წარდგენილ საჩივარში EMC ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან ითხოვს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტისა და მიმდინარე გამოძიების შეფასებას კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებთან მიმართებით. განმცხადებელი მე-3 მუხლის არსებითი მოთხოვნის ფარგლებში დაობს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ და დამაცირებელ მოპყრობაზე. წარდგენილი საჩივარი მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევის ნაწილში დეტალურად განიხილავს გამოძიების მიმდინარეობის ხარვეზებს, და მისი არაეფექტურობის სამტკიცებლად საკმარის საფუძელს ქმნის. გამოძიების არაეფექტურობა, სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე უფლების ნაწილში, წინააღმდეგობაშია ასევე კონვენციის მე-13 მუხლთან.

მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა 6 თვით გადაავადა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ამოქმედება, რაც დამატებით მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო არასათანდო მოპყრობის საქმეებზე ეფექტიანი რეაგირების და დამოუკიდებელი გამოძიების საკითხი კვლავ სისტემურ გამოწვევად რჩება.“- ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42