ბრალდებულის ადვოკატები ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ, რადგან მათი განცხადებით ჯეკ შეპარდის მიმალვის საფრთხე არ არსებობს და ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. უფლებადამცველები ასევე მოითხოვენ, არ მოხდეს შეპარდის ბრიტანეთისთვის გადაცემა, რადგან მის სიცოცხლეს ლონდონში საფრთხე ემუქრება.
ბრიტანელი ჯეკ შეპარდი, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი მარტის შემდეგ საქართველოში იმყოფება.
შემთხვევა, რომლის გამოც შეპარდს ბრიტანეთის პოლიცია ეძებდა 2015 წლის დეკემბერში მდინარე ტემზაზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯეკ შეპარდი კატერს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა და ახალგაზრდა ქალი მდინარე ტემზაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. შეპარდმა გოგონას დახმარება არ სცადა და შეცდომაში შეიყვანა სამაშველო სამსახურიც.
მასალის გამოყენების პირობები






