"ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნა ქართული მხარის ინიციატივით დიდმა ბრიტანეთმა 2019 წლის 12 იანვარს გამოაცხადა"- ვლადიმერ ბორცვაძე
სამართალი - 20:56, 24 Jan, 2019     2214
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის საქართველოში დაკავების შესახებ ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.


"2019 წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დიდ ბრიტანეთში გასამართლებული ჯეკ შეპარდი სავარაუდოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

მონაცემთა დამუშავებით დადგინდა, რომ ჯეკ შეპარდმა 2018 წლის მარტში გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როდესაც მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ იყო და არანაირი საფუძველი არ არსებობდა მისი დაკავებისთვის.

ქართული მხარის ინიციატივით და ბრიტანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით, 2019 წლის 12 იანვარს, ჯეკ შეპარდის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა, რის შემდგომაც აქტიურად დაიგეგმა და ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ძებნილი პირის დაკავების მიზნით.

ძებნის გამოცხადებიდან 10 დღეში, ჯეკ შეპარდი იძულებული გახდა გამოცხადებულიყო პოლიციაში, რადგან საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ, ის ვეღარ გადაკვეთდა სახელმწიფო საზღვარს და ამავდროულად, მისი დაკავების მიზნით, ქართველი სამართალდამცველების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობდა ოპერატიული ღონისძიებები.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში გამოცხადებამდე მან აიყვანა ადვოკატები და მიმართა მედიას, მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საჭირო ღონისძიებების გატარებას და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობას მისი ექსტრადირებისთვის. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო ჯეკ შეპარდის ნებაყოფლობით სამართალდამცავ უწყებაში გამოცხადების პროცესში.

დამატებითი დეტალები არის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელიც თავის შინაარსით გარკვეულწილად არის საიდუმლო.

რა თქმა უნდა, გვქონდა ინტენსიური თანამშრომლობა და გარკვეული ინფორმაცია, მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ ეს ადამიანი გამოცხადებულიყო სამართალდამცავ ორგანოში.

ჩვენ ვიყავით ინიციატორები ბრიტანულ მხარესთან, რომ პირველ რიგში მიგვეწოდებინა ინფორმაცია და იქედან შესაბამისი ინფორმაცია მიგვეღო, რათა ამ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება მოგვეხდინა. შესაბამისად, ჩვენ ვთანამშრომლობდით და დღესაც ვთანამშრომლობთ ბრიტანულ მხარესთან.“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42