„დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სექსზე. დიახ, მე სპეციალურად ვიყენებ ამ სიტყვას, რომ ხაზი გავუსვა იმას, რომ ვილაპარალენ არა გრძნობებზე ან მათ ბუნებაზე, არამედ კონკრეტულად იმ პროცესზე, რომელსაც ასე ჰქვია.“- აცხადებს ის ერთერთ თავის ვიდეოში.
ერთ-ერთი ვიდეო მან კრემლის წინ ჩაწერა:
„ჩემს უკან არის კრემლი, სადღაც იქვე წმინდა ბასილის ტაძარი, კრემლის საათი და მავზოლეუმი, სადაც გარკვეული პერიოდულობით ბრუნავს ბაბუა ლენინი და დღეს ჩვენ მისი ბრუნვის სიხშირეს გავზრდით.“ -ხუმრობს ბელორუსი მღვდელი თავის მეორე ვიდეოში.
მღვდელი გარკვეულწილად ირონიით საუბრობს რუსეთზეც:
„ბიტკოიებზე დავნიძლავდეთ, რომ მას შემდეგ რაც მსოფლიო ომი მოხდება, (თუ მოხდა) და რუსეთში ადამიანები გადარჩებიან, ამის მიზეზი იქნება ის, რომ ისინი ბუნკერში დაიმალნენ ან ქიმიური თავდაცვის კოსტიუმი ეცვათ და არა ის, რომ ფილმი „მატილდა“ არ ქონდათ ნანახი“
მღვდლის თქმით, მისი მთავარი გამარჯვება არის ის, რომ საეკლესიო წრეებში ბლოგერობა მისაღები იდეა გახდა.
მღვდელი ალექსანდრ კუხტა მინსკის ოლქში, აგროქალაქი მიხანოვიჩის ეკლესიაში მსახურობს.
მასალის გამოყენების პირობები






