მკვლელობის მოტივი გახდა ის, რომ ჯონ პრაისმა კეტრინთან დაშორება გადაწყვიტა, ჯონმა კეტრინს, რომელთან ერთადაც 6 წელი ცხოვრობდა, უთხრა რომ დაშორებას აპირებდა და სხვა ბინა მოეძებნა. კეტრინმა გადაწყვიტა ჯონი გაენადგურებინა. ღამით, სექსის შემდეგ როდესაც ჯონმა დაიძინა, კეტრინმა მას დიდი დანა 37-ჯერ ჩაარტყა.
მკვლელობსი შემდეგ ქალმა საყვარლის ცხედარი პროფესიონალურად გაატყავა, დაანაწევრა და სამზარეულოში გაიტანა. ჯონის თავი დიდ ქვაბში ჩადო და სხეულიდან აჭრილ სხვა ხორცებთან და ბოსტნეულთან ერთად კერძი მოამზადა. შემდეგ მომზადებული კერძი სამზარეულოს მაგიდაზე დადებულ ორ თეფზე გაანაწილა, რომლებზეც ჯონის შვილების სახელები იყო მითითებული, ის აპირებდა, რომ ჯონის შვილებს მამის ხორცით გამასპინძლებოდა.
მოსამართლის აზრით, ჯონის მკვლელობა არ იყო კეტრინის სისასტიკის პირველი გამოვლინება. წლების წინ კეტრინმა ყოფილ საყვარელთან ჩხუბის დროს, მეგობარი მამაკაცის თვალწინ ლეკვს გამოჭრა ყელი. მეორე საყვარელს კი კამათის დროს კბილები ჩაუმტვრია.
კეტრინ ნაითი გახდა პირველი ავსტრალიერლი ქალი, რომელსაც სამუდამო პარტიმრობა აქვს მისჯილი, შეწყალების მოთხოვნის უფლების გარეშე. თავის დარჩენილ ცხოვრებას ის განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების კოლონიაში გაატარებს.






მასალის გამოყენების პირობები






