თურქული მედია მათი დაშორების შესახებ რამდენიმე კვირაა წერს. თურქული მედიის ინფორმაციით, ლიმა და ჰარა ერთმანეთს 2018 წლის ბოლოს დაშორდნენ, ზოგიერთი მედია დაშორების მიზეზად ბრაზილიელი მოდელისა და თურქული საფეხბურთო კლუბის „ბეშიკტაშის“ მეკარის ლორის კარიუსის რომანს ასახელებდა. თუმცა ლიმამ ამ ინფორმაციას ყალბი უწოდა და მედიას მოუწოდა შეეწყვიტათ მსგავსი სიცრუის გავრცელება.
ისინი წელიწად-ნახევარი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ადრიანა ლიმას და თურქი მწერლის რომანი 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, მათ უკვე მოასწრეს ერთმენეთის ოჯახების გაცნობა, თუმცა აპირებენ თუ არა დაქორწინებას და ურთიერთობის გაოფიციალურებას ჯერჯერობით მედიისთვის უცნობია. ლიმა ხშირად სტურმობდა ჰარას თურქეთში. მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია ამ ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა
ადრიანა ლიმასა და სერბი კალათბურთელის, მარკო იარიჩის 6 წლიანი ქორწინება 2016 წელს დასრულდა. მას პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს.



მასალის გამოყენების პირობები






