პარლამენტარის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურას მიმართავს
სამართალი - 11:47, 23 Jan, 2019     1300
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად გადასცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც გამოკვეთილია ახალი გარემოებები უვადო მსჯავრდებულის თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძის მსჯავრთან დაკავშირებით.


თეიმურაზ შარაშენიძეს 2009 წელს ბრალი დასდეს ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობაში და მიუსაჯეს უვადო პატიმრობა. იგი სასჯელს იხდის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე, 2013 წლიდან მთავარმა პროკურატურამ დაიწყო საქმეზე ახალი გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებს საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობას. კერძოდ, მოწმეებმა აჩვენეს, რომ 2009 წელს ბრალდების მხარე მოწმეებზე ახორციელებდა ზეწოლას და უკანონო გზით ცდილობდა, მიეღო თეიმურაზ შარაშენიძის წინააღმდეგ ჩვენებები. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდა, რომ მოკლულის სხეულში აღმოჩენილი ტყვიები შეუძლებელია გასროლილი ყოფილიყო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რაც თავის დროზე საფუძვლად დაედო თეიმურაზ შარაშენიძის გამამტყუნებელ განაჩენს.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებისა და გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების მიუხედავად, პროკურატურას დღემდე არ მიუმართავს თბილისის სააპელაციო სასამრთლოსთვის.

2018 წლის ნოემბრიდან თეიმურაზ შარაშენიძემ პროკურატურის მიერ საქმის სასამართლოსთვის გადაცემის გაჭიანურების გამო მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას - მშრალ შიმშილობას, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გასათვალისწინებელია, რომ საპატიმროში ყოფნის პერიოდში თეიმურაზ შარაშენიძე დაავადდა მძიმე დაავადებით, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. შარაშენიძემ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა ადამიანის უფლებათა ცენტრის თხოვნით და იმედით, რომ სამართლებრივი გზით გადაწყდება მისი საქმის ბედი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, უზრუნველყოს თეიმურაზ შარაშენიძის საქმის დროული გადაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის, რათა დადგინდეს არის თუ არა საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ობიექტური და სამართლიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42