კანზასელ კაილი კრიერს ეგონა, რომ მისი ლაბრადორი სამუდამოდ დაკარგა და მისი პოვნის იმედი გადაწურული ჰქონდა, როდესაც ის მოულოდნელად დაბრუნდა, თანაც ორ მეგობართან ერთად.
როგორც კაილის მეუღლე აცხდებს, მათი შავი ლაბრადორი ბო, სახლიდან არსოდეს გადიოდა და ეზოში თამაშობდა.
„ყველგან ვეძებეთ, ყველგან დავრეკეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ბევრი ვიტირეთ და შევეგუეთ დაკარგვას.
როდესაც მისი პოვნის იმედი დავკარგეთ, ჩემს ცოლს დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩვენი ფერმის მიმართულებით შავი ლაბრადორი მოდიოდა, თეთრ ლაბრადორთან და თხასთან ერთად. სამსახურიდან მაშინვე გამოვედი და იმ ადგილისკენ წავედი, რაც ლაურას უთხრეს“ - ამბობს კაილი.
მისი თქმით, ბომ მაშინვე იცნო და სიხარულით გამოიქცა მისკენ. თუმცა, მხოლოდ მას არ უხაროდა. როგორც კაილი ამბობს, მეორე ლაბრადორი და თხაც ბედნიერად გამოიყურებოდნენ და როდესაც ბო მანქანაში ჩასვეს, ორივე მანქანში ავიდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, თხაც და ლაბრადორიც კრიერების ფემერ მეზობლებს ეკუთვნით, რომლებიც მალევე დაუბრუნეს პატრონებს. როგორც აღმოჩნდა, თხა და თეთრი ლაბრადორი ხშირად "მოგზაურობენ."
"როგორც ჩანს სახლში მათ დააბრუნეს. სახლიდან არასოდეს გასულა და დიდი თავგადასავალი გამოუვიდა" - ამბობს ბოს პატრონი.


მასალის გამოყენების პირობები






